თეგებით ძიება
20. 02. 2020 News-ები

რა იწვევს საჭმლის ცუდ მონელებას და როგორ ვებრძოლოთ მას

ძნელად თუ მოიძებნება ზრდასრული ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია დისკომფორტი და ჩივილები საკვების მიღებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით: გულძმარვა, სიმძიმე, წვა ან ტკივილი კუჭის არეში, ასევე ადვილად დანაყრება, სისავსისა და გულისრევის შეგრძნება, ხშირი ამოქარვებები და მეტეორიზმი.

ასახავს თუ არა ეს ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანულ დაზიანებას - გასტრიტსა და კუჭის წყლულს? საბედნიეროდ, არა. ასეთი შემთხვევების 60-70%-ში ფიქსირდება კუჭ-ნაწლავის ფუნქციური ანუ დროებითი მოშლა, რომელსაც დისპეფსია ეწოდება.

დისპეფსია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს საჭმლის მონელების მოშლას (dys - მოშლა, pepsis - საჭმლის მონელება).

თერაპევტის, გასტროენტეროლოგისა, ევროპის
პანკრეატოლოგთა ასოციაციის წევრის ინგა კაციტაძის განმარტებით, ვინაიდან ფუნქციურ დისპეფსიას და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანულ დაზიანებას, მაგალითად, გასტრიტს, კუჭის წყლულს, კუჭის კიბოს მსგავსი სიმპტომები აქვთ, ხდება ურთიერთგადაფარვა.

"აუცილებელია მათი გამიჯვნა ანუ სწორი დიაგნოზის დასმა, რაც წარმატებული მკურნალობის საწინდარია. დიაგნოზი დაისმება შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმის მიერ, ობიექტურ კვლევებზე დაყრდნობით. ეს კვლევა შეიძლება იყოს ენდოსკოპია, კონტრასტული რენტგენოგრაფია ან კომპიუტერული ტომოგრაფია. პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ ზემოხსენებული ჩივილები, უმეტეს შემთხვევაში
ენდოსკოპიურად უდგინდებათ ფუნქციური დისპეფსია ანუ "არაწყლულოვანი დისპეფსია" და მხოლოდ 10%-ში პეპტიური წყლული," - განმარტავს ინგა კაციტაძე.

მნიშვნელოვანია, რომ ჩივილები ინტენსიური და განმეორებადია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, არ უნდა გადადოთ ექიმთან ვიზიტი. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გართულება უფრო რთული აღმოჩნდეს და მარტივად მართვადი დაავადება სერიოზულში გადაიზარდოს.

"ფუნქციური დისპეფსიის მიზეზები მრავალფეროვანია: ემოციური გადაძაბვა, ფსიქიური სტრესები, კვების რეჟიმის და რაციონის მკვეთრი და ხშირი დარღვევები, როგორიცაა მაძღრობა და გვიანი კვება, მავნე ჩვევები, ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება, მძიმე ფიზიკური დატვირთვა, მედიკამენტების ხშირი მოხმარება," - აღნიშნავს გასტროენტეროლოგი.

დაავადების გამწვავების დროს ინგა კაციტაძე გირჩევთ:

• მოიწესრიგოთ კვების სტილი და რეჟიმი. კარგად დაღეჭოთ საკვები. იკვებოთ აუჩქარებლად და მშვიდ გარემოში. როგორც ინგლისელი მწერალი სომერსეტ მოემი იტყოდა: "ბედნიერება მშვიდი საუზმით იწყება".
• იკვებოთ მცირე ულუფებით, 3-4-ჯერ დღეში და ერთსა და იმავე დროს.
• ამოიღოთ კვების რაციონიდან კუჭ-ნაწლავის გამაღიზიანებელი პროდუქტები, როგორიცაა ალკოჰოლი, გაზიანი სასმელები, ყავა, მუქი ჩაი, მარინადები, სანელებლები, მჟავე პროდუქტი, ცხიმიანი, ზედმეტად მარილიანი, ნიგვზიანი, შებოლილი, ნაყინი, შოკოლადი, ახალ გამომცხვარი პურ-ფუნთუშეული.
• სვით ბევრი წყალი.
• საკვების მიღება შეწყვიტეთ დაძინებამდე 2-3 საათით ადრე.
• ფიზიკური აქტივობა მოგეხმარებათ კუჭ-ნაწლავის პერისტალტიკის მოწესრიგებაში: ე.წ. "ზარმაცი" კუჭის გააქტიურებაში, ყაბზობის ალაგებაში და დაგიმშვიდებთ ნერვულ სისტემას.
• მედიკამენტოზური თერაპია (მოწოდებულია, როგორც სინთეზური, ისე ფიტო პრეპარატები). ფუნქციური დისპეფსიის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია უნივერსალური ფიტოპრეპარატი "გასტრიტოლი".


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა