თეგებით ძიება
21. 02. 2020 News-ები

”ცოლს ვეჩხუბებოდი, რომ წონაში დაეკლო, ბოლოს ყელში ამომივიდა, მივატოვე და სხვა ქალი მოვიყვანე ცოლად… – რამდენიმე თვეში ტელეფონზე ზარი გაისმა

“პირველი შვილის შემდეგ, ჩემმა მეუღლემ წონაში უეცარი მატება დაიწყო. ფეხმძიმობის პერიოდში რაც მოიმატა იმას კიდევ დაემატა რამდენიმე კილოგრამი. თავიდან არ ვიმჩნევდი და თავს ვინუგეშებდი, რომ ძუძუთი კვებას რომ დაასრულებდა შემდეგ დიეტას დაიცავდა და დარბაზშიც ივლიდა. ჩვენი ურთიერთობა ცოტა არ იყოს გაცივდა. სიყვარულს ბავშვის მიმართ რომ გამოვხატავდი მის მიმართ საერთოდ აღარ მრჩებოდა. ვიცი ისიც ხვდებოდა ამას და მეცოდებოდა, მაგრამ მეც კაცი ვარ და მინდოდა გვერდით სასურველი ქალი მყოლოდა, ისეთი მოხდენილი, როგორიც მანამდე იყო. ძუძუთი კვებაც დასრულდა. ვერც დიეტებმა და ვერც ვარჯიშმა შედეგი ვერ გამოიღო. ჩვენს შორის დაძაბულობამაც პიკს მიახწია და დავშორდით.

მალე ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ქალი, რომელმაც თავბრუ ისე მალე დამახვია, რომ ორ თვეში ხელი ვთხოვე. ქორწილი ზაფხულში დავგეგმეთ. მოკლედ ძალიან სექსუალური და მოხდენილი მანდილოსანი იყო, ასევე ჭკვიანი და გამჭრიახი. მეც მიკვირდა ასე ადვილად როგორ მომხიბლა თქო. ალბათ ამის მიზსზი ჩემს მეუღლესთან რამდენიმე წლიანი დაძაბული ურთიერთობის გავლენაც იყო.

ქორწილამდე 2 თვე იყო დარჩენილი. ქალაქ გარეთ ვიყავით პიკნიკზე როცა ტელეფონზე ზარი გაისმა, რამაც ჩემი ცხოვრება ერთი ხელის მოსმით დაანგრია. ჩემი კომპანია სადაც ვმუშაობდი და მაღალი ანაზღაურება მქონდა გაკოტრდა. მეწილეებს ციხეში უკრეს თავი, ხოლო დირექციის წევრებზე გამოძიება დაიწყო. მათ შორის ჩემზეც. ეს ამბავი მთელს ქვეყანას ისე მოედო, რომ ჩემი პროფესიონალიზმის და სტაჟის მიუხედავად ყველა შევსებულ ვაკანსიაზე უარი მითხრეს. დავრჩი სრულიად უსახსროდ. დანაზოგი რაც მქონდა, ჩემი საცოლის საჩუქრებსა და სიურპრიზებში დავხარჯე. ქორწილამდე ერთი თვით ადრე, რომ განვუცხადე უნდა გადავდოთ ქორწინება თქო, – მე შენს ცოლობას არ ვაპირებ, არ მჭირდება გაბანკროტებული და უსამსახურო კაცი გვერდითო და წავიდა. დავრჩი სრულიად მარტო, ერთ დროს ქვეყანამ რომ ჩემი მეგონა, ახლა ერთ ღარიბ-ღატაკ მაწანწალად ვიქეცი.

სამსახურის უშეეგოდ ძებნას აზრი არ ჰქონდა. ჩემს პოზიციაზე არავინ მამუშავებდა სანამ გამოძიება არ დასრულდებოდა. ამიტომ მეც ტაქსისტად დავიწყე მუშაობა. ერთ დღესაც ჩემმა ყოფილმა ცოლმა დამირეკა და საავადმყოფოში მთხოვა მისვლა. ჩემს შვილს ფილტვების ანთება ჰქონდა და მეც სასწრაფოდ გავეშურე. ადგილზე მისულს გული ამოვარდნას მქონდა, პალატაში რომ შევედი მის გვერდით ვიღაც უცხო კაცი იჯდა და ექიმი. რომელმაც თქვა, რომ ყველაფერი კარგად იყო და ერთ კვირაში კიდეც გაწერდნენ. უბრალოდ, როცა ნემსს უკეთებდნენ ბჟირდებოდა და მამას გაიძახოდა. ამ დროს თვალები გაახილა და ორივეს ერთად წაგვსკდა ტირილი, პატარა ხელი გამოშალა, გადასხმა ჰქონდა დადგმული და რომ ეტკინა უცბად დაუვარდა. გულში ჩავიკარი და ორივენი ერთად ვტიროდით, მთხოვდა რომ არ წავსულიყავი და სულ მის გვერდით ვყოფილიყავი. მაშინ ვიგრძენი თუ რამხელა შეცდომა დავუშვი, როცა ჩემმა კაცურმა სურვილებმა ცოლზე და შვილზე უარი მათქმევინეს.

ცოტახანში ჩემი ყოფილი ცოლიც შემოვიდა. თვალებს არ ვუჯერებდი, თავიდან ვერც კი ვიცანი ისე კარგად გამოიყურებოდა. არც ზედმეტი წონა, არ მოუვლელი სახე, საოცრად ლამაზი ვარცხნილობა და ელეგანტური სტილი ჰქონდა. იმაზე უკეთ გამოიყურებოდა ვიდრე დაფეხმძიმდებოდა. რომ მივტრიალდი გვერდით სკამზე მჯომი კაცი წამოდგა, გადაეხვია და უთხრა რომ პატარას ერთ კვირაში გაწერდნენ, საგანგაშო არაფერი იყო. ჩემმა ყოფილმა ცოლმა კი ხმადაბლა უთხრა, რომ ბედნიერი იყო ღმერთმა ასეთი კაცი რომ გამოუგზავნა…

სასწრაფოდ, დაუმშვიდობებლად დავტოვე საავადმყოფო. მივხვდი, რომ ის ყველაზე მეტად მიყვარდა. მისმა დანახვამ, ყველა გრძნობა გამიცოცხლა და ამიგიზგიზა. თურმე იმაზე მეტად მყვარებია ვიდრე არასდროს! და ამას, ზუსტად მაშინ მივხვდი, როცა მე ის დავკარგე. დავკარგე ისიც, ჩემი ბედნიერებაც და ჩვენი სიყვარულის ნაყოფიც. ის ახლა ბედნიერია, უფრო ლამაზი, მოსიყვარულე და მიმზიდველი.

ზუსტად ისეთი იყო, როგორიც მეც შემეძლო რომ გამეხადა. იცით? – ქალს რა ალამაზებს? არც ფუფუნება, არც ძვირფასი სამკაულები, არც სასახლეები, არც მილიონერი ქმარი! ქალს ალამაზებს და ამშვენებს სიყვარული! ნამდვილი კაცის სიყვარული. ყველა ქალი ლამაზი იქნება, თუ მათთვის სიყვარულს არ დავიშურებთ, ისინი კი საზღაურს თავისი გალამაზებით, დამშვენებით და ზრუნვით დაგვიბრუნებენ…ამიტომ გაეცით სანამ დროა სიყვარული და მათ მხარში ამოუდექით, თორემ როცა ამას სხვა გააკეთებს უკვე გვიანი იქნება.”

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა