როგორ უნდა ეკიდოს სახლში სარკე რომ ოჯახი დაცული იყოს უარყოფითი ენერგიისგან
სარკე ადამიანის გარემომცველ საგანთა შორის, ყველაზე იდუმალი და ამოუცნობი ნივთია. რომ არ გატყდეს ან არ გაიბზაროს და ეს უბედურების მაუწყებელი არ გახდეს მას განსაკუთრებული მოვლა და შენახვა სჭირდება.
ის ჯადოს, საგვარეულო წყევლისა და ავი თვალის წინააღმდეგაც კი მოქმედებს. იმ ოჯახს, სადაც ის სწორ ადგილას არის მოთავსებული, ნეგატიური ენერგიებისგან იცავს. ხოლო, თუ მას უდიერად მოექცევით, მის ზედაპირს ხშირად არ გაწმენდთ და მასზე დაგროვილ ენერგეტიკულ ჭუჭყს არ მოაცილებთ, სარკეს ბევრი უბედურების მოტანაც შეუძლია.
და ზოგადად, სახლში არსებული სხვა ნივთების ენერგეტიკული გაწმენდა ნეგატიური ზემოქმედებისგან ყველაზე კარგად ახალი მთვარის ენერგიით დამუხტულ წყალს შეუძლია – ახალი მთვარის დროს, ღამის 12 საათზე, ჩაასხით წყალი რაიმე ჭურჭელში, ჩააგდეთ მასში ვერცხლისფერი, თუნდაც ოცთეთრიანი, ხურდა ფული და დადგით ფანჯრის რაფაზე. ღამით, მთვარის შუქზე, წყალი მთვარის ენერგიით დაიმუხტება. დილით ამ წყლით დაასველეთ უხმარი თეთრი ქსოვილის ნაჭერი და გაწმინდეთ ყველა სარკე და ნივთი, რომელიც სახლში გაქვთ, ხშირად უყურებთ, ეხებით ან ჩანთით ატარებთ. მონეტა კი, საფულეში ჩადეთ და ატარეთ მომავალ ახალ მთვარემდე, რომ ფული და იღბალი მოიზიდოს, ნეგატიური ენერგიისგან კი დაგიცვათ. გაითვალისწინეთ, რომ მეორედ გაწმენდის დროს, ის ნაჭერი აღარ გამოგადგებათ, მონეტა კი იგივე უნდა იყოს. ყოველ ახალ მთვარეზე, ასეთი წესით გაწმენდილი სარკე და ნივთი ენერგეტიკულად სუფთავდება და ის თქვენთვის დადებითი ემოციებისა და წარმატებების მომტანი გახდება. ასევე, ამით თქვენი ორგანიზმიდან გამოდევნით უარყოფით ენერგიას და ავადმყოფობასაც ადვილად დაამარცხებთ. ვერც ავი თვალი გაგეკარებათ, რადგან მას წინააღმდეგობას კარგად უწევს მთვარის ენერგიებით დამუხტული თქვენი ორგანიზმი.
წყარო: თბილისელები