თეგებით ძიება
24. 03. 2020 News-ები

კორონავირუსთან ბრძოლის კვალი ქართველი ექიმის სახეზე – გაიცანით ექიმი ბოქსირებული განყოფილებიდან

კორონავირუსის საფრთხე და ინფექციასთან ბრძოლის კვალი ქართველი ექიმის სახეზე -თბილისის ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ბერიძე ბოქსირებული განყოფილების ექიმი-ინფექციონისტის, ეკა ნაფეტვარიძის ფოტოს აქვეყნებს, აღბეჭდილია ექიმის სახე. მას სპეციალური ეკიპირების რამდენიმესაათიანი ტარების კვალი ამჩნევია.
„ეკა ნაფეტვარიძე ბოქსირებული განყოფილების ექიმი-ინფექციონისტია… მის სახეზე სპეციალური ტანსაცმლის კვალია ასახული“, – წერს სოციალურ ქსელში ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის წარმომადგენელი, გიორგი ბერიძე.

ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, ეკა ნაფეტვარიძემ უმკურნალა კორონავირუსით ინფიცირებულ პირველ პაციენტს, რომელიც უკვე გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაწერეს.

შეგახსენებთ , რომ რომჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, WHO-მ (ჰანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია) კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გმოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია ინფექციის აქამდე უცნობი შტამით. ამჟამად საქართველოში დაავადებულია 67, ხოლო მათ შორის გამოჯანმრთელებულია 9 ადამიანი.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა