თეგებით ძიება
25. 03. 2020 News-ები

პაატა იმნაძე: უნდა შევამციროთ ყველა ახლო კონტაქტი ოჯახის წევრებთანაც კი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე კორონავირუსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს მოსახლებას კიდევ ერთხელ ახსენებს:
მისი თქმით, დღეს, რა შემთხვევებიც დაფიქსირდა საქართველოში, ეს არის ოჯახური კლასტერები ან სამეგობრო წრეში გავრცელებული კლასტერები.
"ასეთ დროს, მითუმეტეს, როცა თვითიზოლაციაშია ადამიანი, მაქსიმალურად უნდა შევამციროთ ყველა ახლო კონტაქტი თქვენ წარმოიდგინეთ, ოჯახის წევრებს შორის და თქვენ წარმოიდგინეთ, ახლო მეგობრებს შორისაც. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს ერთმანეთს არ დაველაპარაკოთ, მაგრამ მანძილი რომ დავიცვათ ამ ლაპარაკის დროსაც, ძალიან კარგი იქნება. ღია სივრცეში ეს მანძილი უნდა იყოს მინიმუმ 1.5 მეტრი, დახურულ სივრცეში მინიმუმ 2მ" - განაცხადა იმნაძემ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა