თეგებით ძიება
25. 03. 2020 News-ები

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსის მქონე ერთ პაციენტს ორმხრივი პნევმონია აღენიშნება

რესპუბლიკური საავადმყოფოში ამჟამად კლინიკაში სულ 47 პაციენტი იმყოფება. კლინიკის დირექტორი, ლევან გოფოძე ამბობს, რომ ძირითადი ნაწილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს, 60 წელს გადაცილებულ პაციებტს, როგორც ირკვევა, ის საქართველოში ამერიკიდან ჩამოვიდა და მთელი ეს პერიოდი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

გოფოძის თქმთ, მას ორმხრივი პნევმონია აქვს, თუმცა ამჟამად მდგომარეობა რთულად ამჟამად მაინც არ ფასდება.

„გუშინ დიაგნოსტირებულ იქნა პირველი კოვიდინფექცია, ეს გახლავთ მამაკაცი, 60 წელზე ზემოთ, რომელიც ჩამოვიდა ამერიკიდან და ჩამოსვლისთანავე იყო თვითიზოლაციაში. შემდეგ წამოვიდა ტემპერატურა და ამის გამო მომართა კლინიკას, 2-3 დღე იყო სახლში. ქრონიკული დაავადებები არ აქვს, ჯანმრთელი პიროვნებაა. ნიუ იორკიდან ჩამოვიდა თურქეთის გავლით. 22-ში შემოვიდა საქართველოში, 24-ში უკვე მომართა ჩვენს კლინიკას.

პაციენტის მგომარეობა ამჟამად არ არის რთული, აქვს ორმხრივი პნევმონია, თუმცაღა სუნთქვის კომპონენტი გაუარესებული არ არის, ოქსიგენაციის მინიმალურ დოზებზეც კი ჟანგბადით გაჯერება სისხლის ძალიან ნორმალურია, ამიტომ პაციენტი არც მართვით სუნთქვაზეა, მაგრამ არის ბოქსირებულ რეანიმაციულ პალატაში. გვეყოლება საღამოს დაახლოებით 5-6 საათამდე და შემდგომში პაციენტს გადაიყვანენ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. მოგეხსენებათ, რესპუბლიკური საავადმყოფო მზადდება იმისათვის, რომ იყოს ცენტრალური სატრიაჟო საავადმყოფო, სადაც ყველა პაციენტი გაივლის, ამიტომაც, ჩვენი ვალია პაციენტები მივიღოთ, დავაკვალიანოთ, გავტესტოთ და საჭიროების შემთხვევაში, გავაგზავნოთ სხვადასხვა ჰოსპიტალში.

კონტაქტებს ჩვენ არ ვიკვლევთ. ჩვენ შემთხვევას ვუგზავნით დაავადებათა კონტროლის ცენტრს და უკვე მათი რეკომენდაციით ხდება კონტაქტების კვლევა. ჩვენთან ხდება მხოლოდ სასწრაფო დახმარების მანქანით შემოყვანილი პაციეტების მიღება, ჩვენ არ ვიღებთ თვითდინებით მოსულ პაციენტებს, რადგან ასეთ შემთხვევაში მოხდება ძალიან დიდი ნაკადების მომართვა რესპუბლიკურ საავადმყოფოზე და ვეღარ შევასრულებთ იმ ფუნქციას, რაც გვაკისრია“ .- განაცხადა ლევან გოფოძემ.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 16-დან 20-მდე პაციენტის ტესტის პასუხებს ელოდებიან.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა