თეგებით ძიება
26. 03. 2020 News-ები

მამაკაცი, რომელმაც კორონავირუსის გამო გამოცხადებული კარანტინი დაარღვია, ნიანგმა შეჭამა- შემთხვევა რუანდაში

რუანდაში მამაკაცი, რომელმაც კორონავირუსის ფონზე გამოცხადებული კარანტინი და მკაცრი საიზოლაციო პირობები დაარღვია, მდინარეზე სათევზადო წავიდა, რა დროსაც იგი ნიანგის მსხვერპლი გახდა- ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ინციდენტი ნიაბარონგოს მდინარესთან მოხდა.

„მან დაარღვია სახლში დარჩენის სავალდებულო წესი, იგი ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც სახელმწიფოსთან არ თანამშრომლობს ვირუსის გავრცელების შეკავების საკითხში“ - განაცხადა რუანდის ერთ-ერთი სამხრეთი პროვინციის მერმა.

კოვიდ 19-ის გავრცელების გამო რუანდის ხელისუფლებამ კვირას მიიღო ტოტალური იზოლაციის გადაწყვეტილება. ეკონომიკის სრულმა „შეჩერებამ“ დიდი „მატერიალური დარტყმა“ მიაყენა მოსახლეობის უმრავლესობას, რომელიც ძალზე დაბალშემოსავლიანია.

სამართალმდაცავთა ხელმძღვანელობის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში პოლიცია უმკაცრეს ზომებს გაატარებს ვირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად. რუანდის მედიის ინფორმაციით, სამხრეთ პროვინციაში მკაცრი საიზოლაციო პირობების დარღვევისა და აღნიშნული სიტუაციის ფონზე პოლიციელებთან კამათის გამო, ორი ადგილობრივი ოფიცრებმა მოკლეს.

შეგახსენებთ, რომ რუანდაში კორონავირუსით დაინფიცირების მხოლოდ 41 შემთხვევა და გარდაცვალების არც ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა