თეგებით ძიება
27. 03. 2020 News-ები

საყოველთაო კარანტინამდე შორს არ ვართ, ეს ეპიდვითარებასა და საზოგადოების ადეკვატურ ქცევაზეა დამოკიდებული - ხუნდაძე

გამოცხადდება თუ არა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი - პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, ქვეყანა საყოველთაო კარანტინამდე შორს არ არის.

მისი თქმით, ამ საკითხში ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას შექმნილი ვითარებისადმი ადეკვატური დამოკიდებულება ჰქონდეს.

მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, საყოველთაო კარანტინის შემოღების საჭიროება დადგება.

„შესაძლოა, თუ არ იქნა ადეკვატური ქცევა საზოგადოებისა და ეპიდვითარება გართულდა, რა თქმა უნდა, დადგება საკითხი საყოველთაო კარანტინის შემოღების. მინდა, გულწრფელად გითხრათ, რომ ამ ვითარებიდან საყოველთაო კარანტინამდე შორს არ ვართ. როცა გადაუდებელი საჭიროება დადგება მისი შემოღების, ჩვენ აუცილებლად შემოვიღებთ, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენც და საზოგადოებამაც, რომ თავიდან ავიცილოთ მასიური გავრცელება. ამაზე გუნდი მსჯელობს. ეპიდვითარებაზე და საზოგადოების ადეკვატურ ქცევაზე არის დამოკიდებული გამოცხადება. თუ გავითვალისწინებთ მსოფლიოში ეპიდვითარებას და მით უმეტეს ევროპაში, სადაც დაბინძურების ხარისხი არის მაღალი, გავრცელების მაჩვენებლები მაღალია და სამწუხაროდ, ლეტალობისაც არის მზარდი, შესაძლოა, ამ სცენარებიდან და პრობლემებიდან გამომდინარე, უფრო ადრე დაგვჭირდეს საკარანტინო რეჟიმის შემოღება, ვიდრე ეს იქნება აღდგომა“, – განაცხადა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა