თეგებით ძიება
30. 03. 2020 News-ები

ჰაკერებმა 4 მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქის პირადი მონაცემები მოიპარეს - ცესკოში ამბობენ, რომ ბაზა მათ არ ეკუთვნით

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში "ნიუპოსტს" განუცხადეს, რომ სია რომელიც, ინტერნეტში გავრცელდა, საარჩევნო ადმინისტრაციის ბაზა არ არის.

ცესკოს პრესსპიკერი, ანი მიქელაძე აღნიშნავს, რომ გავრცელებულ სტატიაში საუბარია 4,9 მილიონ ამომრჩეველზე, ხოლოცესკოს ბაზაში დაახლოებით 3,5 მილიონი ამომრჩევლის შესახებ არის ინფორმაცია.

ამასთან მისი თქმით, ცესკოში გარდაცვლილი პირების შესახებ ინფორმაცია არ არის, არც ამომრჩევლის მამის სახელი, არც პირადობის ნომრები და არც ტელეფონის ნომრები.

"ეს არ არის საარჩევნო ადმინისტრაციის ბაზა"- აცხადებს ანი მიქელაძე.

შაბათს, 28 მარტს, ჰაკერების ფორუმზე პირადი მონაცემები 4.9 მილიონზე მეტ ქართველზე, პირადი მონაცემები გამოქვეყნდდა. მათ შორის არიან გარდაცვლილი მოქალაქეებიც. წყარო: www.zdnet.com.

გამოქვეყნებულია ისეთი სახის მონაცემები, როგორიცაა სრული სახელი და გვარი, მისამართი, დაბადების თარიღები, პირადი საიდენტიფიკაციო ნომრები და მობილური ტელეფონის ნომრები.

მონაცემების გაჟონვის ფაქტი მონაცემების გაჟონვის მონიტორინგის სამსახურის Under the Breach-ის მიერ.

ჰაკერების ფორუმზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მონაცემები აღებულია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდიდან cec.gov.ge, კერძოდ, ამომრჩეველთა სიის გადამოწმების აპლიკაციიდან.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა