თეგებით ძიება
30. 03. 2020 News-ები

ვიპოვით შესაბამის კომპრომისს ეკლესიასთან - გიორგი გახარია

მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე და საეკლესიო რიტუალები - პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან კომუნიკაცია გაგრძელდება.

მისი თქმით, ბევრმა ეკლესიამ დააწესა სპეციალური წესები: ეზოებში ხმის გადამცემი ტექნიკა დაამონტაჟა, რომ მრევლს შეეძლოს ღვთისმსახურებას ეკლესიის ეზოში დაესწროს.

“ჩვენ ამ კომუნიკაციას გავაგრძელებთ, მაგრამ ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ – ჩვენი მთავრობის პასუხისმგებლობა არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ როდესაც საკითხი ეხება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლეს და მის ჯანმრთელობას, ჩვენ ყოველთვის ვიპოვით შესაბამის კომპრომისს ეკლესიასთან. მე, როგორც რიგით ადამიანს, რიგით მოქალაქეს, რიგით მრევლს, რიგით ქრისტიანს, ვერ წარმომიდგენია, რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე უფრო მაღალი ფასეულობა როგორც მთავრობისთვის, ასევე ეკლესიისთვის”, – განაცხადა გახარიამ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა