თეგებით ძიება
01. 04. 2020 News-ები

შს მინისტრი ერგნეთში იმყოფებოდა

საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი. "ნიუპოსტის" კორესპონდენტის ცნობით, ვახტანგ გომელაური ერგნეთსა და ნიქოზის ბლოკ საგუშაგოებზე არსებულ ვითარებას გაეცნო და თანამშრომლებს გაესაუბრა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე გორის ტერიტორიაზე არსებული საკონტროლო პოსტებიც მოინახულა. მინისტრი ადგილზე გაეცნო, რა მატერიალური და ადამიანური რესურსებია სიტუაციის ეფექტურად სამართავად.

მან კომენტარი კარალეთთან გახსნილ გამშვებ პუნქტთან გააკეთა და განაცხადა რომ ქვეყანაში ვითარება კონტროლს ექვემდებარება. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ მარნეულის მსგავსად რომელიმე ქალაქის ჩაკეტვის აუცილებლობა დადგა, მოწყობილი საგუშაგოების მეშვეობით ეს უსწრაფესად განხორციელდება.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა