თეგებით ძიება
03. 04. 2020 News-ები

"ბოდვაა, სიგიჟე!"- მეუფე ანტონს საბერძნეთის ეკლესიის მიერ აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის გადადების არ სჯერა

"სიგიჟე" - ასე აფასებს ვანის და ბაღდათის მიტროპოლი, მეუფე ანტონი საბერძნეთის ეკლესიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც აღდგომის დღესასწაული ერთი თვით გადაიდო.

მეუფე ანტონმა იქვე თქვა, რომ არ სჯერა, თუ ეს გადაწყვეტილება საბერძნეთის ეკლესიამ მიიღო.

"არ მჯერა, რომ ასეა, რომ საბერძნეთის ეკლესიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო. ეს არის ბოდვა, ეს სიგიჟეა, სისულელეა აბსოლუტურად. რომც იყოს, ეს აბსურდია. რა წყაროები ვნახე, ჩემთვის დამაჯერებელი არ არის. დანარჩენს, გადავრეკავთ ალბათ და მივიღებთ პასუხს"- განაცხადა სასულიერო პირმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა