რა შეცდომებს უშვებენ ზოდიაქოს ნიშნები სიყვარულში?
აბსოლიტურად ყველას აქვს მინუსი, ადამიანები შეცდომებს უშვებენ სექსა და სიყვარულში. ვნახოთ რა შეცდომებს უშვებენ ზოდიაქოს ნიშნები:
ვერძი – ძალიან სუსლწრაფები არიან, მალე უყვარდებათ მამაკაცი და ჩქარობენ მის ლოგინში ჩაგორებას და ოჯახის შექმნას. გვიან აცნობიერებენ, რომ შეცდომა დაუშვეს და ხშირად ამის გამო ოჯახებიც კი ენგრევათ.
კურო – სიზარმაცით გამოირჩევიან. ძალიან უჭირთ მოვლენებს აყოლა და მათზე სწრაფი რეაგირება. ამის გამო მათი პარტნიორი მამაკაცები ხშირად მოთმინების დაკარგვის შემდეგ წყვეტენ მათთან ურთიერთობას.
ტყუპები – ძალიან კომუნიკაბელური ხალხია, მაგრამ ეს მათივე მინუსია. ყველაფერზე ლაპარაკობენ, სექსზე, მომავალზე, გეგმებზე და ა.შ. ხოლო როცა პარტნიორისთვის გადაშლილი წიგნივით ხარ, აუცილებლად დაუკარგავ ყველანაირ ინტერესს.
კირჩხიბი – ძალიან თბილები, ზედმეტადაც კი. ისინი თავის პარტნიორებს აღმერთებენ, იმ დონემდეც კი, რომ ეს მოსაბეზრებელი ხდება.
ქალწული – მათი მთავარი პრობლემა ძალიან მაღალი სტანდარტებია. პარტნიორებისგან იმდენს და ისეთ რაღაცეებს ითხოვენ, რომ ხშირად მამაკაცს აფრთხობენ.
სასწორი – მერყევი ხასიათის ხალხია, ვერ იღებენ გადაწყვეტილებას, თუ ეს სექსს და ურთიერთობას ეხება მაშინ განსაკუთრებით.
მორიელი – ზედმეტად ვნებიანები არიან, იმ დონემდეც კი, რომ ცდილობენ ყველაფრისგან სიამოვნების მიღებას. თუმცა თავიანთ შეცდომებზე სწავლის უნარი არ აქვთ.
მშვილდოსანი – ვერასდროს გაიგებთ, თუ რა სურს მშვილდოსანს. იმდენ პრეტენზიას გამოთქვამს, რომ თვითონაც კი იბნევა და არასოდეს იცის, თუ რა უნდა სინამდვილეში.
თხის რქა – ისინი ძალიან ფრთხილები არიან, ზედმეტად ფრთხილები. იქამდე აკვირდებიან მამაკაცს (და ცდილობენ მასზე ყველაფრის გაგებას), სანამ პარტნიორს სურვილი არ გაუქრება ურთიერთობის.
მერწყული – ბუნებით თავისუფლება უყვართ, ამიტომ არავის აზრს არ ითვალისწინებენ, თუნდაც სერიოზულ ურთიერთობაში. ეს კი თავისთავად პრობლემებს ქმნის.
თევზები – ეშინიათ მარტო ყოფნის, რომანტიულები და ემოციურები არიან, ჭირდებათ ძლიერი მამაკაცი, რომელსაც ყოველთვის უნდა დაეყრდნონ.
წყარო:genius.ge