თეგებით ძიება
30. 04. 2020 News-ები

რატიანი: პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის გამოკვლევის ახალ მეთოდს გამოვიყენებთ

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსზე ტესტირების ახალ მეთოდს გამოიყენებენ.

რატიანი აცხადებს, რომ დაიტესტა ჯინ ექსპერტ მეთოდი, რომლის საშუალებითაც, საუნივერსიტეტო კლინიკაში განხორციელდება კორონავირუსით ინფიცირების საეჭვო შემთხვევების გამოვლენა.

"კლინიკაში დაიტესტა ჯინ ექსპერტ მეთოდი, რომლის საშუალებითაც, ჩვენს კლინიკაში განხორციელდება კორონავირუსით ინფიცირების საეჭვო შემთხვევების გამოვლენა მხოლოდ იმ პაციენტებთან, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ.

ანუ ეს არ იქნება მასობრივი, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს კლინიკაში არსებული პაციენტების სადიაგნოსტიკო ღირებულებით. ესაა უნიკალური მეთოდი, რომლის ალბათობა იმისა, რომ შეცდომა იყოს დაშვებული, მინიმალურია, რადგან მასში არ არის ადამიანის მონაწილეობის ფაქტორი", - განაცხადა ლევან რატიანმა.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა