თეგებით ძიება
15. 05. 2020 News-ები

"იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება არ შეასრულებს შეთანხმების ორივე ნაწილს, შეთანხმებას ხმას ვერ მივცემთ"- ბაქრაძე

"ევროპული საქართველოს" ლიდერი, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება რვა მარტის შეთანხმების ორივე ნაწილს არ შეასრულებს, საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმას არ მისცემენ.

"ამ შემთხვევაში შეთანხმება ჩავარდება და პასუხისმგებელი ამაზე მთლიანად იქნება "ქართული ოცნება", რომელიც კიდევ ერთხელ, ისევე როგორც ნოემბერში, ამჯერადაც მოტყუებით დაარღვევს მიცემულ სიტყვას და, რა თქმა უნდა, ამ სიტყვის გატეხვას ექნება ძალიან მძიმე ფასი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. ჩვენი ამოცანა იქნება, დღევანდელი სისტემითაც დავამარცხოთ ეს ხელისუფლება და რაც შეიძლება მძიმე ფასი გადავახდევინოთ იმ ტყუილში, რომელშიც უკვე მეორედ შეყავს ჩვენი საზოგადოება"

, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა