თეგებით ძიება
25. 05. 2020 News-ები

შვედეთში მიკროჩიპები, რომლებიც პირადობის მოწმობის, საბანკო ბარათის და საშვის ფუნქციებს ითავსებს უკვე 3 ათასამდე მოქალაქემ დაინერგა

ბოლო 3 წლის განმავლობაში შვედეთის 3 ათასამდე მოქალაქემ სხეულში მიკროჩიპები დაინერგა. ამის შესახებ euronews-ი AFP-ზე დაყრდნობით იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, ბრინჯის მარცვლის ზომის მოწყობილობას ადამიანს ხელში შპრიცის დახმარებით უნერგავენ. ჩიპს მრავალი ფუნქცია აქვს: მასზე მომხმარებლის პირადი მონაცემებია ჩაწერილი, ის ელექტრონული გასაღების როლსაც ასრულებს და მფლობელს მისი გამოყენებით სამსახურში ან სპორტულ დარბაზში შეუძლია შესვლა. ამასთან, მოწყობილობაზე მფლობელის საბანკო მონაცემებიც არის დატანილი, ამიტომ უბრალო ხელის მიდებით მას თანხის გადახდაც შეუძლია.

თუმცა პროგრამის სკეპტიკოსები აღნიშნავენ, რომ ხელში იმპლანტირებული მიკროჩიპიდან პერსონალური მონაცემების მოპარვა ძალიან მარტივია. ამის მიუხედავად, შვედეთში მიკროჩიპეის პოპულარობა მზარდია. სპეციალისტების აზრით ეს იმასთან არის დაკავშირებული, რომ შვედეთი პატარა ქვეყანაა, რომელშიც მოქალაქეთა უმრავლესობა მთავრობას ენდობა.

წყარო:imedinews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა