თეგებით ძიება
25. 05. 2020 News-ები

"100 000 დოლარი საჩუქარი არ არის, სასამართლომ კანონის საფუძველზე მიაკუთვნა დოროყაშვილს... ნელი დათანხმდა იმაზე ნაკლებს, ვიდრე მას ეკუთვნოდა" - ადვოკატი

100 000 დოლარი საჩუქარი არ არის, სასამართლომ კანონის საფუძველზე მიაკუთვნა ნელი დოროყაშვილს - ამის შესახებ ყოფილ ცოლზე ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი ანა აბაშიძე აცხადებს.
აბაშიძემ ასევე აღნიშნა, რომ თანხა, რომელსაც ნეკა დოროყაშვილი დათანხმა, იმაზე ნაკლებია, ვიდრე მას კანონით ეკუთვნოდა და მან ეს ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე გააკეთა.

„თითქოს მოდავეებს შორის არის ქონებრივი ინტერესი და ამიტომ არის აღძრული ეს დავა. მე მაქვს დოკუმენტი, რომელიც საგამოძიებო უწყებასაც აქვს. ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატს აქვს დოკუმენტი, მაგრამ არ ახსენებენ, რადგან აქ წერია ის, რაც მათ სტრატეგიას ფაქტობრივად, შლის - 100 000 დოლარი, რომელიც თითქოს არის ნაჩუქარი, ბასილაშვილის კეთილი ნება და ვითომ ამას უწყალობებს მის ყოფილ მეუღლეს. ეს არის ფული, რომელიც სასამართლომ კანონის საფუძველზე მიაკუთვნა ნელი დოროყაშვილს, იმიტომ, რომ ეს არის მისი საკუთრება. აქ არის სასამართლოს განჩინება, სადაც წერია, რომ ქონება გაიყო ორ ნაწილად, ქალბატონი ნელი დათანხმდა იმაზე ნაკლებს, ვიდრე მას კანონით ეკუთვნოდა, იმიტომ, რომ არ სურდა დავაში შესვლა და არ სურდა, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე სასამართლოს გაწელილი პროცედურების მიდევნება, რადგან ეს არის ურთულესი პროცესი ბავშვისთვის“, - აცხადებს ადვოკატი.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა