თეგებით ძიება
27. 05. 2020 News-ები

პირველი ივნისიდან ღია სივრცის მქონე რესტორნები მუშაობას შეძლებენ

მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი ივნისიდან ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის, მოლები, ღია და დახურული ბაზრობები და ღია სივრცის რესტორნები გაიხსნება.
8 ივნისიდან რესტორნები სრულად შეძლებენ მუშაობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, 1-ელი ივნისიდან გაიხსენება ასევე ღია და დახურული ბაზრობები.

„8 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, ასევე გაიხსენება ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმებები და ექნებათ შესაბამისი ნებართვა. ასევე საქალაქთაშორისო ტრანსპოტი, - განაცხადა გახარიამ.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა