თეგებით ძიება
29. 05. 2020 News-ები

ოპოზიცია ხმაურიანი სხდომისთვის ემზადება - დღეს საქართველოს პარლამენტში გიორგი გახარიას მოუსმენენ

"ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" ფრაქციების მიერ ინტერპელაციის წესით დაბარებული პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში 14:00 საათზე მივა.
განხილვის მთავარი საკითხები კიკორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილ კრიზი, შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების დახმარება, ეკონომიკური აღდგენის გეგმა, ეროვნული ვალუტის გაუფასურება იქნება.

"მთავარი შეკითხვა იქნება ის, რომ სიღატაკის დაძლევის არავითარი შანსი ამ ხელისუფლებას არ აქვს და მათ უნდა წარმოადგინონ რეალური გეგმა, თუკი შეუძლიათ ანტიკრიზისული, მართლაც ქმედითი გეგმის სახით, თუ არადა მათ უნდა გაითვალისწინონ ოპოზიციის შეთავაზებები", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

"ევროპული საქართველოს" მიერ გიორგი გახარიასთვის დასასმელი შეკითხვები კი შემდეგია: მწვავე ეკონომიკური კრიზისის დროს, რატომ არ შემცირდა საშემოსავლო გადასახადი და ნავთობპროდუქტებზე აქციზის ოდენობა და სხვა.

"ინტერპელაციის კითხვები არის სწორედ ყველაზე დიდ გასაჭირზე, რაც ჩვენ გვაქვს, ისედაც, რაც იყო ჩვენი ქვეყნის გამოწვევა და პანდემიის მერე განსაკუთრებით, ეს არის ეკონომიკა, ჩვენი ოჯახების კეთილდღეობა. ის უმძიმესი და დანაშაულებრივი შეცდომები, რომელიც დაუშვა ხელისუფლებამ, რომელიც ჩვენი ყველა ოჯახების მომავალს კიდევ უფრო დიდი რისკის ქვეშ აყენებს, როცა უარს იძახის გადასახადების დაწევაზე, როცა შანს არ აძლევს მოქალაქეებს, რომ თავისი ფული დაიბრუნონ საპენსიო ფონდში, რომელიც შეატანინეს ძალით მათ უმრავლესობას"- თქვა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში 2 დღის წინ, 27 მაისსაც იმყოფებოდა.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა