თეგებით ძიება
17. 06. 2020 News-ები

ამერიკამ უკრაინის არმიას 60 მილიონი დოლარის "ჯაველინის" რაკეტები და სამხედრო აღჭურვილობა გადასცა

ამერიკამ უკრაინას 60 მილიონის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობა გადასცა, რომელთა შორისაცაა ტანკსაწინააღმდეგო კომპლექს ჯაველინის რაკეტებიც. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში არსებული ამერიკის საელჩო ავრცელებს ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

„გუშინ აშშ-ს საელჩოს სამხედრო თანამშრომლობის ოფისმა მიიღო 60 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო აღჭურვილობა, რათა გადასცენ უკრაინის არმიას. სამხედრო დახმარებაში შედის რაციები, საბრძოლო მასალა და ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები“ - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 6 დღის წინ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ წამოყენებულ ინიციატივას უკრაინისთვის 250 მილიონი დოლარის სამხედრო დახამრების აღმოჩენასთან დაკავშირებით კონგრესმა მხარი დაუჭირა.

"მხარდაჭერის პაკეტი" ითვალისწინებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სათანადო დახმარებას აღმოსავლეთ რეგიონებში რუსი სამხედროების შესაკავებლად, რომლითაც გათვალისწინებულია სამხედრო-საზღვაო შესაძლებლობების, კიბერ უსაფრთხოების, კონტრ საარტილერიო, სამედიცინო რესურსების გაძლიერება, დანაყოფების წვრთნისა და აღჭურვის პროცესი. საერთო ჯამში, იგეგმება 150-მდე ჯაველინის რაკეტის გადაცემა უკრაინის არმიისთვის.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა