თეგებით ძიება
26. 06. 2020 News-ები

„წყეულიმც იყავ“ - თინა კანდელაკმა მიხეილ სააკაშვილი ძალადობაში დაადანაშაულა

„მატჩ ტვ“-ს გენერალურმა პროდიუსერმა, რუსეთში მოღვაწე ქართველმა ტელეწამყვანმა თინა კანდელაკმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი ძალადობაში დაადანაშაულა.

იუთუბ-არხზე გასულ გადაცემა „მეგობრებში“ თინა კანდელაკი ფემინიზმზე საუბრობდა. თემის განხილვისას ერთ-ერთი საკითხი სწორედ ძალადობის პრობლემა იყო.

კანდელაკმა განაცხადა, რომ მას „კლასიკური ისტორია“ აქვს, როდესაც მასზე „სააკაშვილი ცდილობდა ძალადობას“ და აღნიშნა, რომ ეს ამბავი „ზრდასრულ ასაკში“ მოხდა.

„საქმე ჩხუბამდე მივიდა... ვუთხარი: დამაბრუნე ადგილზე! წყეულიმც იყავ! დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი ქართველის ფეხი არ იქნება შენს საფლავზე“, - თქვა ტელეწამყვანმა.

როგორც თინა კანდელაკმა გადაცემაში აღნიშნა, მას დიდი ხნის განმავლობაში არ უშვებდნენ საქართველოში:

„ჩვენს შორის საშინელი სკანდალი მოხდა. დიდი ხნის განმავლობაში არ მიშვებდნენ საქართველოში, რადგან ის ცდილობდა ჩემს „გაფუჭებას“, მაგრამ არ გამოუვიდა. ვფიქრობ, თავად შეეშინდა“, - გაიხსენა კანდელაკმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა