თეგებით ძიება
26. 06. 2020 News-ები

"რაც უფრო ნაკლები დავა და კამათი იქნება მაჟორიტარობის კანდიდატებზე, მით უფრო წაადგება ეს ოპოზიციას" - გრიგოლ ვაშაძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, რაც უფრო ნაკლები დავა და კამათი იქნება მაჟორიტარობის კანდიდატებზე, მით უფრო წაადგება ეს ოპოზიციას. „ოპოზიციამ რაც შეიძლება ნაკლები დრო უნდა დახარჯოს სპეკულაციებზე, რომლებიც მუდმივად ვრცელდება მაჟორიტარობის კანდიდატებზე. რაც უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ, მით უკეთესი ოპოზიციისთვის და მაჟორიტარული ოლქებისთვის. მუდმივად ისმის შეკითხვა ისნის ოლქზე, მარტივად მინდა ვთქვა - ისანში არის გიორგი ვაშაძის კანდიდატურა, რომელიც გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელია და ესაა ადამიანი, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩემი შტაბის უფროსი იყო. ენმ ყველა თავისი რესურსით მას მხარს დაუჭერს. რაც უფრო ნაკლები იქნება დავა და კამათი ოპოზიციაში, მით უფრო წაადგება ეს ჩვენს საქმე"

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა