თეგებით ძიება
26. 06. 2020 News-ები

ამორალურად იქცევით, რომ მაკო გომურის სახელს პოლიტიკურად იყენებთ - გახარია ოპოზიციას

პრემიერ-მინისტრი გახარია ოპოზიციას 20 ივნისთან დაკავშირებით, პარლამენტში დასმულ კითხვაზე.

გახარია ხელისუფლების ოპონენტებს 20 ივნისის თემით სპეკულაციაში ადანაშაულებს და ამბობს იმასაც, რომ მაშინდელი მოვლენები საზოგადოების მეხსიერებაში დარჩება როგორც პარლამენტზე შტურმის აღკვეთა.

"გავრილოვი ამ შენობაში და ამ სავარძელში იყო აბსოლუტურად მიუღებელი და უდიდესი პოლიტიკური შეცდომა, შეიძლება დანაშაულიც. მაგრამ ეს იყო პოლიტიკური განზომილება, რაზეც პოლიტიკურმა ძალამ პასუხი აგო, პოლიტიკური ფასი გადაიხადა და თუ კიდევ ფასი იქნება გადასახდელი, ეს არჩევნებზე მოხდება... პოლიციელებზე თავდასხმა და პარლამენტში შესვლა სისხლის სამართლის დანაშაულია და ამას შესაბამისი ფასი ექნება. თქვენ აქ შეგიძლიათ, რამდენიც გინდათ იყვიროთ, მიუხედავად იმისა, რომ ემოციები შეიძლება გქონდეთ, ეს იქნება შემთხვევა, როცა ქართულმა პოლიციამ პარლამენტში შტურმით შესვლა არ დაუშვა. ეს მისი მოვალეობა და პირდაპირი ფუნქცია იყო. უკიდურესად სამწუხაროა, რომ ადამიანები დაშავდნენ. თქვენ იმდენად ამორალურად იქცევით, რომ ამ ადამიანების სახელს პოლიტიკურად იყენებთ. მე მაკო გომურის სახელს მე არ ვიყენებ ასე და ეს არის მორალური განსხვავება ჩვენს შორის", - განაცხადა გახარიამ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა