თეგებით ძიება
26. 06. 2020 News-ები

საზოგადოების საბოლოო შეფასება 20 ივნისზე იქნება, როგორც პარლამენტზე შტურმის აღკვეთა - გახარია

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტში ოპოზიციის მხრიდან 20-ივნისზე დასმული კითხვების საპასუხოდ აცხადებს, რომ საზოგადოების საბოლოო შეფასება 20 ივნისზე იქნება, როგორც პარლამენტზე შტურმის აღკვეთა.

"ყველა კითხულობს 20 ივნისის თემას, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი თემაა, თუმცა, საწყენია და არაა სწორი, როცა ამ თემის სპეკულირება ხდება. სხვადასხვა რანგში მიპასუხია ამ თემაზე, ამავე ტრიბუნიდან, სხვადასხვა თანამდებობაში, მაგრამ კიდევ ერთხელ გიპასუხებთ.

ბატონებო, რაც არ უნდა შეფასებები არსებობდეს, სუბიექტური, ობიექტური, მიკეროებული თუ არა, 20 ივნისის საბოლოო შეფასება ჩვენი საზოგადოების მხრიდან იქნება. მერწმუნეთ, ამ ყველაფერს საბოლოო ჯამში შეაფასებენ, როგორც სამართალდამცავი სისტემის მიერ პარლამენტზე შტურმის აღკვეთად. ამას შეიძლება რაღაც დრო სჭირდება, მაგრამ ეს შეფასება დღესაც ასეა, თქვენ [ოპოზიცია] არ ნებდებით უბრალოდ, რაღაც თქვენი წარმოდგენები გაქვთ, მაგრამ საბოლოოდ ასე იქნება", - აცხადებს გახარია.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა