თეგებით ძიება
09. 07. 2020 News-ები

რუსეთის გუბერნატორი ბიზნესმენების გატაცებისა და მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაადგინა, რომ ხაბაროვსკის მხარის გუბერნატორი, სერგეი ფურგალი ეჭვმიტანილია 2004-2005 წლებში რამდენიმე ბიზნესმენის მკვლელობის ორგანიზებაში, მცდელობასა და უშუალო განხორციელებაში.

გუბერნატორი უკვე დაკავებულია და მას მალე გაასამართლებენ აღნიშნული ბრალდებების გათვალისწინებით. სამართალდამცავებმა აგრეთვე აღძრეს ზემოხსენებულ დანაშაულში თანამონაწილეთა მიმართ სისხლის სამართლის საქმეები, რომლის ფარგლებშიც დაკავებულია ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფის 4 აქტიური წევრი. პოლიციელებმა გუბერნატორი თავის სახლში აიყვანეს.

რუსული საინფორმაციო საშუალებები აცხადებენ, რომ მაღალჩინოსნის საქმეში ფიგურირებს მკვლელობის 2 და მკვლელობის მცდელობის 1 ეპიზოდი. შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ფურგალი აირჩიეს ხაბაროვსკის გუბერნატორად, რა დროსაც მან მოულოდნელად პარტია „ერთიანი რუსეთის“ წარმომადგენელი დაამარცხა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა