თეგებით ძიება
09. 07. 2020 News-ები

ფოტოგრაფი კვალის არევას შეეცადა? - რატომ იცრუა იაკობ ბრეგვაძემ ჩვენებაში და რატომ შეიკრიბნენ ახალგაზრდები თემქაზე (სკანდალური ჩვენებები)

19 წლის ფეხბურთელის საქმე და მოწმეების მიერ მიცემული ცრუ ჩვენებები - როგორც ირკვევა, ტრაგიკულ ღამეს ნარეკვავიდან წამოსული იუბილარი ანა გაბეჩავა და მისი მეგობრები თემქაზე შეიკრიბნენ.
საქმეში არსებული მარიამ ხატისკაცის ჩვენებებიდან და ასევე ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის ფოტოებიდან ირკვევა, რომ ანა გაბეჩავა და მარიამ ხატისკაცი თბილისში შეხვდნენ ერთმანეთს.



გაბეჩავა, მარიამ ხატისკაცი, ვაჟა ადეიშვილი, გიორგი ფოცხვერაშვილი და კიდევ ერთი, მარიამ ხატისკაცისთვის უცნობი ბიჭი. თემქაზე, ადეიშვილების ბინაში ავიდნენ.

ბინაში ასევე იმყოფებოდა ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე, რომელიც ფოტოებს უღებდა სტუმრებს.

აღსანიშნავია, რომ ბრეგვაძე თავის ჩვენებებში ამ ეპიზოდის შესახებ არაფერს ამბობს. თავის ჩვენებაში ფოტოგრაფი ამბობს, რომ პოლიციამ დიღომში ჩამოსვა და პოლიციის თანამშრომლებთან გამომშვიდობების შემდეგ სახლში წავიდა.

"მე გადავედი გზის მეორე მხარეს, დასავლეთის მიმართულებით, რადგან იქით უნდა წავსულიყავი, საითაც გაიქცნენ ჩემთან ერთად მყოფი ბიჭები, ვინაიდან ზემოაღნიშნული ავტომანქანა, რომელიც მეორედ მოვიდა, იდგა ხიდის ბოლოში, კუთხეში, საიდანაც გადმოსულები იყვნენ ჩემთვის უცნობი პირები, რომლებიც ანათებდნენ ტელეფონის ფანარს და რაღაცას ეძებდნენ. ამის შემდეგ მე ავედი იქვე ტყიან გორაკზე, სადაც გამოვიცვალე ტანსაცმელი და ჩავიცვი სხვა ტანსაცმელი, რომელიც მქონდა ზურგჩანთაში. ამის შემდეგ ჩამოვედი გზაზე, სადაც მოვიდა ჩემს მიერ გამოძახებული საპატრულო პოლიცია, რომელსაც ვუთხარი, რომ აღარაფერი ხდებოდა, ყველანაირი კონფლიქტი დამთავრებული იყო და ვინაიდან თბილისში მიდიოდნენ მათ გავყევი. მიმიყვანეს დიდი დიღმის გადასახვევთან, საიდანაც წავედი სახლში"- აცხადებს ბრეგვაძე.

სავარაუდოდ, ადეიშვილების ბინაში შეკრებილებმა იაკობ ბრეგვაძისკენ არაგვის ხიდთან განვითარებული მოვლენები მოისმინეს, თუმცა არც ერთ მათგანს არ დაურეკავს პოლიციაში ან გიორგი შაქარაშვილის მშობლებთან.

მარიამ ადეიშვილი ერთადერთია, ვინც ჩვენებაში ვაზისუბანში გამართულ წვეულებას ადასტურებს:

"ასე მოგვიყვა, რომ გამოუძახებია პოლიცია, რომელთანაც უთქვია, რომ ფეხით მოდიოდა თბილისში და თავად პოლიციას ჩაუყვანია თბილისამდე, რის შემდეგაც ტაქსით ამოსულა ლისზეე რათა შეგხვედროდა ჩვენ. რომ იპოვა სახლი, მიდიოდა უკან და აპირებდა სახლში წასვლას. ამის შემდეგ იაკობიც ჩავისვით მანქანაში წავედით სახლში, სადაც მისვლამდე გავჩერდით რომელიღაც მაღაზიასთან, სადაც ბიჭებმა იყიდეს სასმელი, ამ დროს ჩემი ძმის მეგობარი ბექა ფიცხელაური წავიდა, კერძოდ კი გააჩერა ტაქსი და ჩვენთან ერთად აღარ წამოვიდა. მას შემდეგ რაც მივედით ჩვენს კორპუსთან და ჩამოვედით მანქანიდან, გარკვეული პერიოდი დავყავით ეზოში, ვინაიდან ბავშვები იყვნენ განერვიულებულები იმის გამო რომ გიორგი არსად ჩანდა და არ უნდოდათ მშობლების განერვიულება. შემდეგ ავედით სახლში, სადაც იმყოფებოდა მხოლოდ დედაჩემი ნინო დოლიძე, რომელსაც ჩვენი მისვლა და იქ ყოფნა არ გაუგია. აგარაკიდან წამოღებული საჭმელით გავშალეთ სუფრა და ბიჭებმა დაიწყეს დალევა. სხვა სიახლეებს მომხდართან დაკავშირებით უკვე ვეღარ ვგებულობდით ამის გამო გოგოები ნერვიულობდნენ და სუფრასთან არ მოსულან. დაახლოებით 5-6 საათისთვის გოგოები წავიდნენ სახლში. კერძოდ კი ისინი ორ ეტაპად წავიდნენ სახლში და წაიყვანა პატარა ორკარიანმა მანქანამ. მართალია ანი აპირებდა ჩემთან დარჩენას, მაგრამ შემდეგ სახლში წასვლა ამჯობინა. რაც შეეხება ბიჭებს, ისინი ჩემთან დარჩნენ დაახლოებით 9 საათამდე და შემდეგ წავიდნენ სახლებში"- აცხადებს ადეიშვილი.

როგორც ირჯვევა, თემქის ბინაში იმყოფებოდნენ იუბილარი ანა გაბეჩავა, მასპინძლები მარი და ვაჟა ადეიშვილები, ლიზი ნადირაძე, მარიამ კვაჭაძე, გიორგი ფოცხვერაშვილი და იაკობ ბრეგვაძე.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა