თეგებით ძიება
13. 07. 2020 News-ები

"ველით, რომ ტელევიზიის მფლობელი, გიორგი რურუა ციხიდან გათავისუფლდება" - ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომიტეტი

ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით შესწორება მომზადდა, სადაც საუბარია 8 მარტის შეთანხმებაზე, კანონის უზენაესობის აღსრულებასა და მედიათავისუფლებაზე.

აღნიშულ დოკუმენტში მკაფიოდაა აგრეთვე საუბარი გიორგი რურუას გათავისუფლებაზე- „მივესალმებით ოპოზიციის ორი ლიდერის გათავისუფლებას, როგორც 8 მარტის შეთანხმების სრული შესრულებისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯს, თუმცა მწუხარებას გამოვთქვამთ, რომ ყველა პოლიტპატიმარი თავისუფალი ჯერ კიდევ არ არის“

„ველით, რომ მომდევნო კვირებში საქართველოს პარლამენტის მუშაობის განახლებისთანავე შეთანხმებული საარჩევნო სისტემის ცვლილებები მოხდება გა გათავისუფლდება გიორგი რურუა, ტელევიზიის მფლობელი, რომელიც გასული წლის ნომებერში დააპატიმრეს“ - ნათქვამია ანა ფოტიგას, ჰერმან ტერჩშისა და კოსმა ზლოტოვსკის მიერ მომზადებულ 46-ე შესწორებაში.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა