თეგებით ძიება
14. 07. 2020 News-ები

მამაკაცი 26 წლის განმავლობაში თავის ქალით 10 სანტიმეტრიან დანას ატარებდა- ექიმებმა ოპერაციას „სასწაული უწოდეს“

ჩინეთში ქირუგმა მამაკაცს ჟანგიანი დანა ამოუღო, რომელიც მის თავის ქალაში 26 წლის განმავლობაში იყო მოთავსებული. 10 სანტიმეტრიანი დანა მამაკაცის თავში 1994 წელს განხორციელებული კრიმინალური თავდასხმის გამო ჰქონდა ჩარჩენილი.

გავრცელებული ინფორმაციით, კაცს ქრონიკული თავის ტკივილი 2012 წლიდან დაეწყო. ექიმები უარს აცხადებდნენ დანის ამოღებაზე, რადგან მათი აზრით, ეს პაციენტის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი იქნებოდა. 2020 წლის დასაწყისიდანვე მისი მდგომარეობა გაუსაძლისი გახდა , რის გამოც ექიმებმა უნიკალური ოპერაცია შანდონგ ქიანფოშანის საავადმყოფოში ჩაატარეს, რომელსაც "საოცრება" უწოდეს.

მედიაში გავრცელებულ დასკანირებულ ფოტოებში ჩანს ხეხილის დანა, რომელიც მამაკაცს თავის ქალის უკანა მხრიდან ამოუღეს. ოპერაციამდე ტკივილის გაძლიერებასთან ერთად მამაკაცს აღენიშნებოდა მხედველობის დაქვეითება მარჯვენა თვალში, აგრეთვე მოხდა მისი მარცხენა მხრისა და ფეხის სრული პარალიზება.

სულ ორი ოპერაცია ჩატარდა 6 დღის ინტერვალით- პირველი ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და დანის ამოღებაში ათეულობით ექიმი იყო ჩართული, ხოლო მეორე ოპერაციის მთავარი მიზანი კი თავის არეში არსებული ჭრილობების გასუფთავება იყო.

პაციენტი უკვე სრულად ჯანმრთელია-მას არც თავის ტკივილი აღენიშნება და დამოუკიდებლად სიარულიც შეუძლია .

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა