თეგებით ძიება
16. 07. 2020 News-ები

მთავრობის წინასაარჩევნო სვლა და სოციალურ დახმარებებს კიდევ ერთხელ დარიგების დაპირება - "მოხდება აქტივისთვის ცნობების დარიგება, თანხები მასობრივად ოცნების აქტივის ჯიბეში აღმოჩნდება"

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე პრემიერის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც გახარია ამბობს, რომ პანდემია წლის ბოლომდე გაგრძელდება და ამიტომ კიდევ ერთხელ უნდა გადამოწმდეს ის ჯგუფები, რომელთაც სახელმწიფოს მხრიდან დახმარება ესაჭიროება.

„დახამრება გამოყოფილი იყო თვითდასაქმებულებისადა სამუშაო დაკარგულებთათვის. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პანდემიის დროს დაზარალდნენ.

დღეისათვის დაახლოებით 100 მილიონის ფარგლებშია ეს თანხები გაცემული, რაც ნიშნავს, რომ როცა ყველაზე მეტად უჭირდათ ჩვენს მოქალაქეებს, სახელმწფო მაშინ არ დაუდგა გვერდით და ახლა ამბობენ რომ პანდემიის მეორე ტალღას ელოდებიან. სინამდვილეში ცდილობენ ფინანსური დახმარება სექტემბერ-ოქტომბრამდე გადაიტანონ, რომ წინასაარჩევნოდ ამომრჩევლების გული მოიგონ. მოხდება საკუთარი აქტივისთვის ცნობების დარიგება და ეს თანხები მასობრივად ოცნების აქტივის ჯიბეში აღმოჩნდება.“- აცხადებს "ნიუპოსტთან" დეპუტატი.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა