თეგებით ძიება
29. 07. 2020 News-ები

კაცი, რომელიც კორონავირუსს სისულელეს უწოდებდა, თვითონ დაავადდა და ოჯახის 14 წევრი დააინფიცირა, რომელთაგან ერთ-ერთი გარდაიცვალა.

მამაკაცი, რომელიც წარსულში კორონავირუსის არსებობას ეჭვქვეშ აყენებდა და მას სისულელეს უწოდებდა, ამჟამად მოუწოდებს მოსახლეობას, რომ მას სრული სერიოზულობითა და სიფრთხილით მოეკიდონ. ტეხასელი კაცის დამოკიდებულების შეცვლა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ იგი თავადვე დაინფიცირდა კოვიდ 19-ით და ოჯახის 14 წევრს დაავადება გადასდო, რომლის შემდეგაც ასაკოვანი ბებიის მდგომარეობა ძალზე დამძიმდა და გარდაიცვალა.



43 წლის ტეხასელი ტონი გრინის თქმით, მან უმასპინძლა ნათესავების წვეულებას, რომელსაც ათეულობით ადამიანი დაესწრო- არც ერთი მათგანი არ იცავდა სოციალური დისტანცირების რეკომენდაციებს და არც ერთს არ ეკეთა პირბადე. საოჯახო შეკრებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ოჯახის 14 წევრი, ტონის ჩათვლით კორონავირუსით დაავადდა. მისი ბებია მოგვიანებით გარდაიცვალა, ხოლო მისი სიმამრი ამ დრომდე უმძიმეს მდგომარეობაშია და სიცოცხლისთვის იბრძვის.

ამჯერად ტონი საჯაროდ ალაპარაკდა და აღნიშნავს, რომ იგი თავს დამნაშავედ თვლის გულუბრყვილო დამოკიდებულების გამო - „თქვენ ვერ წარმოიდგენთ თუ რაოდენ დამნაშავედ ვგრძნობ თავს იმის გამო, რომ ჩემმა ქმედებებმა ოჯახი დააზარალა“.



წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა