თეგებით ძიება
04. 08. 2020 News-ები

"მანქანით უკან მიჰყვებოდნენ“ - თამარ ბაჩლიაშილის საქმეში "ფლეშკა“ გაჩნდა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშილის დედამ, თეონა თამაზაშვილი ახალ გარემოებაზე საუბრობს - თამაზაშვილი ამბობს, რომ პროგრამისტის კომპიუტერს „ფლეშკა“ თან ჰქონდა.

"დიდი ეჭვი მაქვს, რომ ის „ფლეშკა“ იმ „ზურგზაკში“ იდო, რომელიც მანქანაში იპოვეს,“ - ამბობს ბაჩალიაშვილის დედა. ქალი ინტერესდება თუ რატომ არაა საუბარი ამ „ფლეშკაზე“.

თეონა თამაზაშვილი „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ იმ ჩანაწერებსაც შეეხო, რომლის თანახმადაც თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივნისს, სახლიდან გასვლისას ჭერ პოლიჭალაში მდებარე პოლიციის შენობასთან მივიდა.

„იფიქრა, ალბათ, დავტოვებო, მაგრამ ან გადაიფიქრა, ან გადააფიქრებინეს. შეიძლება, კუდში სხვა მანქანა მიჰყვებოდა“, - ამბობს შვილმკვდარი დედა.

შეგახსენებთ, შაბათს „ტვ პირველმა“ გაავრცელა ფარული კამერის ჩაწერილი კადრები, რომლითაც ნათელი გახდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილი სახლიდან გამოსვლის შემდეგ პირდაპირ ჯერ თეთრიწყაროსკენ კი არა, არამედ, რუსთავისკენ, პოლიციისშენობისკენ წავიდა, თუმცა შემდეგ მანქანა უკან მოატრიალა.

წყარო: Newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა