თეგებით ძიება
11. 08. 2020 News-ები

22 წლის მომღერალს ღვთიმსგმობი სიმღერის გამო სიკვდილით დასჯიან

ნიგერიელი მუსიკოსს, კანოს შტატში სასამართლომ წინასწარმეტყველი მუჰამედის წინააღმდეგ ღვთისმგმობელი და მკრეხელური საქმიანობის გამო სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. 22 წლის შარიფ-ამინუს ჩამოხრჩობა იმის გამო განუსაზღვრა სასამართლომ სასჯელის უმაღლეს ზომად, რომ მან „ღვთისმგმობელი“ სიმღერა ჩაწერა, რომელიც შემდეგ 2020 წლის მარტის თვეში WHATSAPP-ის ქსელში გაავრცელა. ამის შესახებ წერს CNN-ი.

ამინუ არ უარყოფს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დანაშაულს. ჩრდილოეთ ნიგერიის მუსლიმური საზოგადოების უმრავლესობა ემორჩილება როგორც, საერო, აგრეთვე რელიგიურ რელიგიურ კანონმდებლობასაც, რომელიც არ ეხება არა მუსულმანებს.

მას შემდეგ, რაც მისი სიმღერა გავრცელდა , დემონსტრანტებმა მისი ოჯახის სახლი დაწვეს და ისლამური პოლიციის შტაბბინასთან შეიკრიბნენ, სადაც მოითხოვეს შარიფის სიკვდილით დასჯა.

სახალხო დემონტრაციების ლიდერი, იდრის იბრაჰიმმა, რომელიც მარტის თვეში ისლამის შეურაცხყოფის გამო შარიფის სიკვდილს ითხოვდა, განუცხადა BBC-ის, რომ გამოტანილი განაჩენი იქნება გამაფრთხილებელი სხვებისთვის, რომლებიც მკრეხელობას გადაწყვეტენ- „ როდესაც გავიგე განაჩენის შესახებ, ძალზე გამიხარდა, რადგან ამ ფაქტმა აჩვენა, რომ ჩვენი პროტესტი ფუჭი არ ყოფილა“. - განაცხადა იბრაჰიმმა.

წყარო: newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა