თეგებით ძიება
03. 09. 2020 News-ები

კიბერშეტევა არის ბოლო პერიოდის მოვლენების გამოძახილი - გია ვოლსკი კიბერთავდასხმაზე

კიბერშეტევა არის ბოლო პერიოდის მოვლენების გამოძახილი-ასე აფასებს, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ლუგარის ლაბორატორიიდან ინფორმაციის მოსაპოვებლად კიბერთავდასხმას. ვოლსკის თქმით, საქართველოს სპეცსამსახურებმა პროფესიონალურად იმუშავეს და შემოტევა მოიგერიეს.

"შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კიბერშეტევა არის ბოლო პერიოდის მოვლენების გამოძახილი: საკმაოდ დაძაბული განცხადებების გაცვლა-გამოცვლა რუსეთთან, მათი უსაფუძვლო ბრალდებები, ამ ბრალდებებზე ხისტი პასუხი, რაც ჩვენგან მოისმინეს. მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენმა სამსახურებმაც საკმაოდ პროფესიონალურად იმუშავეს. მონაცემები, რაც გამოქვეყნებულია რომელიღაც საიტზე, მნიშვნელოვანწილად არის უზუსტობა. ასეც რომ არ იყოს, ინფორმაცია, რომელიც ინახება - ადამიანების პირადი მონაცემები, არის ხელშეუხებელი, მაგრამ რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების თემას, კიბერშეტევებისაგან დაცულია. ყოველ შემთხვევაში, ეს შემოტევა მოგერიებულია”, - განაცხადა ვოლსკიმ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა