თეგებით ძიება
18. 09. 2020 News-ები

96 წლის მამაკაცს სახლში მისასვლელი გზა დაავიწყდა და 15 საათის განმავლობაში 32 კილომეტრიან მონაკვეთზე წრეზე გადაადგილდებოდა

ბრიტანეთში 96 წლის მძღოლ მამაკაცსა და თავის ცოლს სახლში მისასვლელი გზა აებნათ და 20 მილიან მონაკვეთზე ავტომობილით 15 საათის განმავლობაში წრეზე დადიოდნენ. პოლიციამ ზემოხსენებული მანქანა ორმაგი სავალი ნაწილის გასწვრივ შენიშნა დილის 4:40 წუთზე, რომელიც 25 მილის სისწრაფით გადაადგილდებოდა- სამართალდამცავები ფიქრობდნენ, რომ ასე ნელა გადაადგილების მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო ის, რომ მძღოლი ნასვამი უნდა ყოფილიყო.

პოლიციის ოფიცერთან საუბრის დროს წყვილმა განაცხადა, რომ ისინი ცდილობდნენ ადგილობრივ ავტოსალონში მისვლას- ამის გამო კი მათ მანქანით გადაადგილება გასული დღის 14:00 საათზე დაიწყეს. არასწორი მოხვევის შემდეგ, ისინი მთელი ღამის განამვლობაში ცდილობდნენ მანქანით გადაადგილებისას ეპოვათ სახლისკენ მისასვლელი გზა, თუმცა უშედეგოდ. პოლიციამ მამაკაცს განუცხადა, რომ ალბათ უკვე დრო იყო დამსახურებულ, ღირსეულ პენსიაზე სრულად გასულიყო და თავი შეეკავებინა საჭესთან დაჯდომისგან.

პოლიციის ოფიცრებმა პენსიონრები სახლამდე მიიყვანეს და მძღოლი გააფრთხილეს, რომ გარშემომყოფთა უსაფრთხოების გამო არ დამჯდარიყო საჭესთან. ასაკოვანი წყვილი სახლში დასაბრუნებლად 15 საათი და 40 წუთი 20 მილიან მონაკვეთზე წრეზე დადიოდა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა