თეგებით ძიება
02. 10. 2020 სპორტი

საქართველო-ბელარუსის მატჩის ბილეთები ანულირებულია - ვინ დაუბრუნებს გულშემატკივარს ფულს

26 მარტის საქართველო-ბელარუსის მატჩის ბილეთები ანულირებულია - ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. გადაწყვეტილება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე მიიღეს.

"უეფას გადაწყვეტილების თანახმად, შესაბამისი სტრუქტურების მიერ გაცემული თანხმობის შემთხვევაში 8 ოქტომბერს საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის გასამართ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალის მატჩს შესაძლოა სტადიონის ტევადობის შესაბამისად, გულშემატკივართა მაქსიმუმ 30 პროცენტი დაესწროს... უეფას გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებს შესაბამის სტრუქტურებთან თამაშზე მაყურებლის შეზღუდული რაოდენობით დაშვების თაობაზე. აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი", - წერია განცხადებაში.

გულშემატკივრებმა კუთვნილი თანხის დასაბრუნებლად TKT.ge-ს უნდა მიმართონ. დეტალურ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დღის ბოლომდე გაავრცელებს.


წყარო: Newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა