თეგებით ძიება
02. 10. 2020 News-ები

ელენე ხოშტარიამ ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო

ელენე ხოშტარიამ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების საკუთარი ხედვა გააცნო.
ვაკე-საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ხედვით, თბილისი უნდა დაიყოს რამდენიმე თვითმმართველ ერთეულად, რომელთა გამგებლებს ხალხი პირდაპირი წესით აირჩევს. პირდაპირი წესით აირჩევენ ადგილობრივ საბჭოს, ხოლო ქონების გადასახადი და ადგილობრივი მოსაკრებლები დარჩებათ რაიონებს. რეფორმის შედეგად, მაგალითად, ვაკის რაიონის ბიუჯეტი გაორმაგდება, ხოლო ბიუჯეტის განკარგვის პროცესში გადაწყვეტილებებზე ადგილობრივი მოსახლეობის გავლენა გაიზრდება.

შეხვედრაზე განიხილეს ცენტრსა და რაიონებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნისა და საშემოსავლო გადასახადის დეცენტრალიზაციის საკითხი, რაც მთელი საქართველოს მასშტაბით გააძლიერებს ადგილობრივ თვითმმართველობებს.

ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, რომ მომავალ პარლამენტში მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი თვითმმართველობის გაძლიერება იქნება და რეფორმის განხორციელების პროცესში ის აქტიურად ითანამშრომლებს დარგის ექსპერტებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

წყარო: newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა