თეგებით ძიება
07. 10. 2020 News-ები

პროკურატურა ხელს აფარებს დამნაშავეებს, რისი მოტივიც შეიძლება იყოს კორუფციული გარიგება ან არჩევნებზე კორუმპირებული ჩინოვნიკების გამოყენება - კახიძე

ევროპული საქართველოს ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი, ოთარ კახიძე, ქუთაისის მერიის კორუფციულ სქემაზე საუბრობს.

ოთარ კახიძის თქმით, ქუთაისის მერიამ გამოაცხადა ტენდერი გარე განათების ქსელებისათვის და უკონკურენტოდ დაუკვეთა სანათები კონკრეტულ მომწოდებელს.

კახიძის თქმით, კონკრეტულმა მომწოდებელმა მერიას თითო სანათი საბაზრო ფასზე ორჯერ ძვირად მიჰყიდა, რის შედეგადაც სახელმწიფო ბიუჯეტს 684.000 ლარის ზიანი მიადგა.

კახიძემ აღნიშნა, რომ პროკურატურა ხელს აფარებს დამნაშავეებს, რისი მოტივიც კორუფცია ან არჩევნებზე კორუმპირებული ჩინოვნიკების გამოყენებაა.

„ოფიციალური დოკუმენტაციის შესწავლით დგინდება, რომ ქუთაისის მერიამ გარე განათების ქსელისთვის დაგეგმა 4200 ცალი ახალი სანათი მოწყობილობის შესყიდვა.

აღნიშნული შესყიდვისთვის მერიამ არ გამოაცხადა ტენდერი და უკონკურენტოდ დაუკვეთა სანათები კონკრეტულ მომწოდებელს.

შედეგად, 90 ვატიან დიოდურ სანათში მერიამ გადაიხადა 275 ლარი, მაშინ, როცა ტენდერის მეშვეობით 150 ვატიანი, ანუ უფრო ძლიერ სანათი ჯდებოდა 112 ლარი.

შესაბამისად, მარტო ერთ შესყიდვაში ბიუჯეტიდან მოიპარეს 163 ლარი თითო სანათში, რაც 4200 ერთეულზე შეადგენს 684.000 ლარს.

ქალაქში, სადაც მოუწესრიგებელია საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემები, ასეთი მასშტაბური და თავხედური კორუფციის ფაქტები არის დღემდე გამოუძიებელი.

აღნიშნული ნიშნავს, რომ პროკურატურა ხელს აფარებს დამნაშავეებს, რისი მოტივიც შეიძლება იყოს კორუფციული გარიგება ან არჩევნებზე კორუმპირებული ჩინოვნიკების გამოყენება. ეს ყველაფერი დასრულდება 31 ოქტომბერს და ქვეყანაში მოვა გარდამტეხი ცვლილებები.“ - აცხადებს კახიძე.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა