მელაშვილი პატიმრობის ალტერნატივად გირაოს შეთავაზებაზე უარს ამბობს - საქმეში სახალხო დამცველი ერთვება
დავით-გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატის მარიკაშვილის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ალტერნატივად გირაოს შეთავაზებაზე უარს ამბობს:
"მისი პოზიცია არის, რომ ის არ აპირებს არანაირი ალტერნატივის შეთავაზებას, მათ შორის გირაოსი. ის თვლის, რომ ეს არის მისი ბრძოლა, იბრძოლებს ბოლომდე და არანაირი დათმობა არ იქნება, მხოლოდ იმიტომ, რომ გარეთ იყოს", - თქვა ადვოკატმა.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, დავით-გარეჯის საქმეზე დაწყებულ გამძოიებაში სახალხოდამცველის აპარატიც ერთვება.
შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი ოფიციალურად წარედგინათ. პროკურატურა დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს. გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა და სასჯელი ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო:newpost.ge