თეგებით ძიება
09. 10. 2020 News-ები

"სისტემატიურად ვამხილე წულუკიანი და მისი ჯალათები, ამიტომ დედაჩემი სამსახურიდან გაათავისუფლეს"- ალექსანდრე კობაიძე

ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ დედა, რომელიც მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში მუშაობდა, სამსახურიდან გაურკვეველი მიზეზის გამო გაათავისუფლეს.
ადვოკატი ფაქტს, მის ბოლოდროინდელ საქმიანობასა და თეა წულუკიანის მიმართ მწვავე კრიტიკას უკავშირებს.

" ბოლო პერიდში უფრო სისტემატიურად ვამხილე თეა წულუკიანი და მისი ჯალათები. ამან გამოიწვია ის, რომ დედაჩემი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, რა თქმა უნდა, ეს ყოველივე არის პასუხი ჩემ პოლიტიკური საქმიანობაზე. ასე მოქმედებს ნებისმიერი დიქტატორული სახელმწიფო, - ამბობს ალექსანდრე კობაიძე.

კობაიძის ამ ბრალდებებს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საგანგებო განცხადებით უპასუხა.

წულუკიანის უწყება ადვოკატს ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა