თეგებით ძიება
14. 10. 2020 სპორტი

კრიშტიანუ რონალდუს კორონავირუსი დაუდასტურდა

პორტუგალიის ნაკრებისა და „იუვენტუსის“ ფორვარდს, კრიშტიანო რონალდოს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა „ა ბოლა“ ავრცელებს.
რონალდომ 11 ოქტომბერს პორტუგალიის ნაკრების მაისურით საფრანგეთის წინააღმდეგ ითამაშა (0:0). მატჩის შემდეგ ჩატარებული ტესტირების შემდეგ მას კორონავირუსი აღმოაჩნდა. რონალდო თვითიზოლაციაშია.

პარალელურად ტესტირება ჩაუტარდა პორტუგალიის ნაკრების ყველა ფეხბურთელს, რომლებსაც უარყოფითი პასუხი მოუვიდათ. შესაბამისად, 14 ოქტომბერს შვედეთთან მატჩს გადადება აღარ ემუქრება. თუმცა, სამწუხაროდ, პორტუგალიელები ლიდერის გარეშე ითამაშებენ.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა