თეგებით ძიება

მკვლელობა გუდაურში და დაკავებული სამხედრო - კოხიაშვილის ოჯახი პროკურატურას უნდობლობას უცხადებს

გუდაურში დატრიალებული ტრაგედიის საქმეზე, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მერაბ კობიაშვილის გასასამართლებლად, ნაფიცი მსაჯულების შერჩევა აქციის ფონზე მიმდინარეობს გორში. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, ბრალდებულ კობიაშვილის ოჯახი პროკურატურას მიკერძოებაში და არაეფექტურ მუშაობაში ადანაშაულებს. ბრალდებულ კობიაშვილის ოჯახი ამბობს, რომ პროკურატურა არის მიკერძოეობული და ეს დასტურდება იმითაც, რომ საგამოძიებო უწყება არაერთხელ შეეცადა საქმეში ჩაერთო ნაფიცმსაჯულებად ის პირები, რომლებიც გარდაცვლილის ოჯახთან და პროკურორებთან ნათესაურ კავშირში არიან. ოჯახი ამბობს, 6 თვის განმავლობაში მხოლოდ 6 მსაჯულის შერჩევა მოხდა, შერჩევის ვადის ამოწურვამდე კი დარჩენილია 1 თვე, რაც იმას ნიშნავს რომ შესაძლუა სასამართლო 14 მსაჯულისგან ვერ დაკომპლექტდეს და ბრალდებულმა კობიაშვილმა კონსტისტუციით მინიჭებული უფლებით ვერ ისარგებლოს. ამიტომ ოჯახი გეგმავს, რომ ფართომაშტაბიანი აქციები დაიწყოს და ხვალ, 13 საათზე ყაზბეგის ცენტრში დიდი აქცია აქვთ დაანონსებული.



წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა