თეგებით ძიება

მინისტრის მიმართვა: მინიმუმ 12-წლიანი გამოცდილების მედპერსონალი გვჭირდება

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ქართულ ჯადაცვის სისტემას კორონავირუსთან გასამკლავებლად სასუნთქი აპარატების საჭირო რაოდენობა აქვს. თუმცა შეზღუდულია ადამიანური რესურსიც და სასწრაფო დახმარების ავტომობილებიც.

"საქართველოში საკმარისი სასუნთქი აპარატია. თუმცა კოვიდთან ბრძოლისას მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსიც და ჩვენ გვჭირდება ისეთი მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები, რომლებსაც აქვთ მინიმუმ 12-წლიანი განათლება. რაც შეეხება სასწრაფო დახმარების ბრიგადებს, ისინი, პირველ რიგში, კრიტიკულად მძიმე პაციენტებთან მიდიან. კიდევ ემატება ბრიგადები, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ჩვენ გვესაჭიროება ავტომობილებიც და ექიმებიც", - ამბობს ტიკარაძე.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა