თეგებით ძიება

"თუ ტემპერატურა აგიწევს, არ დარეკო იმ წუთში 112-ში“ - იმნაძე მოსახლეობას მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე მოსახლეობას მიმართავს, თუ ტემპერატურა აუწევთ, მაშინვე 112-ში ნუ დარეკავენ, თუკი კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტი არ ჰქონიათ.

„ჩვენი მოსახლეობის შეგნება არის ყველაზე მნიშვნელოვანი არა მარტო დისტანციის დაცვასა და ნიღბის ტარებაში, არამედ თუ ტემპერატურა აგიწევს, არ დარეკო იმ წუთში 112-ში, თუ არ თვლი, რომ ნამდვილად კორონიანთან გქონდა კონტაქტი და თვითიზოლაციაში გადახვიდე. შესაძლოა, ამ დროს ვიღაცას მართლაც სჭირდება სასწრაფო და ის თქვენი ზარით არის დაკავებული. ეს უნდა ითქვას, რეალობაა“, – განაცხადა იმნაძემ პალიტრანიუსის ეთერში.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა