თეგებით ძიება

მეცნიერების უნიკალური მიგნება- " კორონავირუსი ინფიცირებულ ადამიანებს ფილტვების მძიმე დაზიანებისგან კანაფის ზეთი დაიცავს"

მეცნიერებმა აღმოაჩინეს , რომ კანაფის თესლის ზეთს შესაძლოა იმდენად სამკურნალო დანიშნულება ჰქონდეს ადამიანის ორგანიზმისთვის, რომ მას შეუძლია, დაიცვას ფილტვები და სხვადასხვა ორგანოები კოვიდ 19-ისგან. მეცნიერთა ერთი ნაწილი მიჩნევს, რომ ჯერ უნდა შედგეს ბევრი საფუძვლიანი კვლევა, რათა აღნიშნული მოსაზრების სანდოობაში დარწმუნდნენ.

საიტოკაინი გახლავთ ცილა, რომელიც გამოიყოფა იმუნური უჯრედების მიერ ანთებისა და ინფექციის წარმოქმნის დროს. ამავდროულად საიტოკაინის ზეაქტიურმა გამოვლინებამ და რეაქციამ შესაძლოა, ფილტვებზე ძალიან ცუდი გავლენა მოახდინოს, განსაკთრებით კი კოვიდ -19-ის დროს, რამაც შესაძლოა ფილტვებზე დიდი ზიანი გამოიწვიოს და მოკლას კიდეც ადამიანი.

ადამიანებში როდესაც წარმოიქმნება აპელინის ცილა მას დადებითი გავლენა აქვს ორგანიზმზე იმმხრივ, რომ დაავადების ძლიერ მოქმედებას სხეულში. აშშ-ში, ჯორჯიის შტატის სტომატოლოგიურ და სამედიცინო კოლეჯის მეცნიერებმა გამოაქვეყნეს უახლესი კვლევა, რომლითაც დგინდება, რომ კანაფის თესლის ზეთი ზრდის აპელინის დონეს ორგანიზმში, რაც აფერხებს ანთებით პროცესებს და ხელს უწყობს ჟანგბადის გაზრდას. აპელინი ფუნქციონირებს და მოქმედებს, როგორც მთავარი მარეგულირებელი, რომელიც ხელს უწყობს არტერიული წნევის ნორმალიზებას და გულში, ფილტვებში, ტვინსა და სისხლში წარმოქმნილი ანთების დარეგულირებას.

მეცნიერების თქმით, როდესაც აპელინი არ გამოიყოფა საკმარისი რაოდენობით, სწორედ ამ დროს ხდება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში ადამიანის ორგანიზმის დაუძლურება, რომლის პრევენცია და სიტუაციის ე.წ გამოსწორება მკვლევართა თქმით კანაფის ზეთს შეუძლია, რომელიც გამოიმუშავებს აღნიშნულ ფერმენტს და იცავს ორგანიზმს ანთებისაგან.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა