თეგებით ძიება

ჩვენ დროის გადაწევა მოვახერხეთ, საქართველოში პირველი ტალღა ახლაა - ზურა გურული

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურა გურული "მთავარი არხის" ეთერში ამბობს, რომ საქართველოს კორონავრიუსის პირველ ტალღასთან გამკლავება ახლა უწევს.

მისი განმარტებით, თავდაპირველად უცხოელი კოლეგების, მათ შორის მის შეფასებებს ქვეყანაში აღშოთება მოჰყვა, თითქოს საზღვარგარეთ მცხოვრები ექიმები არ აფასებდნენ ქართველი კოლეგების შრომას და გატარებულ ღონისძიებებს. გურული ამბობს, რომ ახლა მათ მოსაზრებას ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ინფექციონისტი, პაატა იმნაძეც ეთანხმება.

"პაატა იმნაძემაც თქვა, რომ ახალ ხედავს პირველ ტალღას, მართლაც ახლაა საქართველოში, პირველი ტალღა სწორედ იმიტომ, რომ ამ ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების საშუალებით ჩვენ მოვახერხეთ გადაწევა დროის, მაგრამ, რისთვის გვჭირდებოდა ეს დრო, უპირველეს ყოვლისა სტატისტიკის შესაქმნელად... დასაწყისში შეიქმნა იმის ილუზია, საზოგადოებას ექმნებოდა წარმოდგენა, რომ კლინიკები გადატვირთული იყო, ჩვენ ეს არ ვიცოდით", - თქვა გურულმა.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა