თეგებით ძიება
21. 10. 2020 News-ები

დაუშვებელია ამ ტიპის დამნაშავესთან მოლაპარაკებების წარმოება - კობახიძე მედია საშუალებებს დაუპირისპირდა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ზუგდიდში მომხდარ ფაქტს ეხმაურება და დანაშაულის ხელშეწყობაში მედიას და „უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს“ ადანაშაულებს.

მისი თქმით, დაუშვებელია ამ ტიპის დამნაშავესთან პირდაპირ ეთერში მოლაპარაკებების წარმოება:

"გვინდა მოკლე განცხადება გავაკეთოთ ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

ამ ვითარებაში, თითოეული ჩვენგანის მთავარი სურვილი მძევლების რაც შეიძლება სწრაფად, უვლებლად გათავისუფლებაა.

მთავარია, სამართალდამცავ ორგანოებს მიეცეთ საკუთარი პასუხისმგებლობით მოქმედების შესაძლებლობა.

განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მართებთ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს, რათა მათმა ქმედებებმა ხელი არ შეუშალონ დანაშაულის აღკვეთასა და მძევლების გათავისუფლებას.

სამწუხარო და შემაშფოთებელია, რომ კონკრეტულმა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა სცადეს, ასეთი ვითარებაც კი საკუთარი პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოეყენებინათ. ეს არის პოლიტიკური მოროდიორობა, რასაც ჩვენ მათგან, სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია, მიჩვეული ვართ.

საგანგაშო და გამაოგნებელია კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ განხორციელებული ქმედებები, რომელთა ნაწილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავს.

გამაოგნებელია, როდესაც მედიასაშუალების წარმომადგენელი პირდაპირ ეთერში აწარმოებს მოლაპარაკებებს ამ ტიპის დანაშაულის ჩამდენ პირთან. ამ მოლაპარაკებების დეტალები კიდევ უფრო გამაოგნებელია, რაზეც დღეს თქვენ ყურადღებას აღარ შევაჩერებთ.

კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, ყველას პასუხისმგებლობაა, სამართალდამცავ ორგანოებს მიეცეთ საკუთარი პასუხისმგებლობით მოქმედების შესაძლებლობა" - განაცხადა კობახიძემ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა