23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი. თქვენ შეგიძლიათ გაანებივროთ ახლობელი ადამიანები საჩუქრებით, ასევე დაგეგმოთ მოგზაუ რობა, რადგან თქენი ფინანსური მდგომარეობა ამ დღეს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას გპირდებათ. ახალი რომანტიკული შეხვედრა გელით. წარმატებული დღეა შინაური ცხოველის შესაძენად. ამ დღეს თქვნს კეთილდღეობისათვის განლაგდებიან ვარსკვლავები, რის შემდეგაც შეძლებთ თქვენი ნიჭით იბრწყინოთ.
კურო. კუროებისთვის ეს დღე წარმატებული იქნება. თქვენ გაგიმართლებთ. თითქოს მხრებზე ფრთები გამოგებმევათ და ფრენა მოგინდებათ. და თუნდაც თქვენი არავის ესმოდეს, სამაგიეროდ თქვენ ხომ გეცოდინებათ რატომაც გეღიმებათ.
ტყუპები. დღეს ტყუპებს გაუთვალისწინებელი ხარჯები ელით. ზოგიერთი ადამიანი თქვენი გარემოცვიდან თქვენით მანიპულირებას ან დასმენას შეეცდება. მაგრამ შეეცადეთ ხასიათის სიმტკიცე გამოიჩინოთ და პროვოკაციას არ აჰყვეთ. გაუფრთხილდით ასევე საკუთარ ჯანმრთელობას. არსებობს ვირუსული ინფექციის საშიშროება.
კირჩხიბი. ამ დღეს ყველა ადრე დაწყებული საქმის დასრულებას შეძლებთ. გაგიძლიერდებათ საკუთარი თავის რწმენა. სწორედ დღეს გირჩევენ ვარსკვლავები საქმიანი მოლაპარაკებების წარმართვას, რადგან ამ სფეროში წარმატება გელით. ზოგიერთ ამ ნიშნის წარმოადგენელს ხელშეკრულებების გამოფმება და მოკლევადიანი მივლინებაც გელით ბიზნესის ინტერესებისთვის.
ლომი. საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვს, უფრო ხელსაყრელი დროისთვის გადადეთ. ამ დღეს მეტი ყურადღება დაუთმეთ ახლობელ და საყვარელ ადამიანებს, - მათ ეს დაიმსახურეს. სახლში გენერალური დალაგებისა და ინტერიერის შეცვლის დროა. ეს საქმე ბევრ პოზიტივს მოგტანთ.
ქალწული. თქვენი კარიერა ვერ წაიწევს წინ სანამ დაწვრილებით არ მოახდენთ დაშვებული შეცდომებისა და მარცხების ანალიზს. მაგრამ თქვენ სრულად შეძლებთ შემოქმედებითი უნარების რეალიზებას.
სასწორი. დღევანდელი დღე კრიტიკული იქნება სასწორებისთვის. მოსალოდნელია კონფლიქტები როგორც მეზობლებთან, ასევე სრულიად უცხო ადამიანებთან. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ პროდუქტების ხარისხს. ძალიან დიდია მოწამვლის რისკი. შესაძლებელია არასწორი ინფორმაცია მიიღოთ და სანამ დასკვნებს გააკეთებთ, ყველაფერი კარგად გადაამოწმეთ.
მორიელი. ამ დღეს პროფესიული საქმიანობის სფეროში არაა გამორიცხული შეცდომები და უსიამოვნებები. შეეცადეთ რაც შეიძლება სიფრთხილით მოეკიდოთ ახალ იდეებსა და წინადადებებს. დიდია ალბათობა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მცირეოდენი პრობლემებისა. შეეცადეთ სწორად იკვებოთ. არასწორი კვება თქვენს ჯანმრთელობას ავნებს.
მშვილდოსანი. თქვენი გეგმები მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ შეძლებთ შეუმჩნევლად იმოქმედოთ და მათ შესახებ არავის გაანდობთ. ზოგირთ ამ ნიშნის წარმომადგენელს სასიამოვნო და სასარგებლო ნაცნობობა ელის. შეეცადეთ ამ დღეს მოაგვაროთ ურთიერთობები ახლობელ ადამიანებთან. არ ღირს თვითმკურნალობა.
თხის რქა. ამ დღეს თხის რქებს მოუწევთ თავი მიუძღვნან სახლის საქმეებსა და მეგობრებისა თუ ნათესავების პრობლემებს. შეეცადეთ საღი გონებით შეაფასოთ სიტუაცია და მაშინ სწორი გადაწყვეტილება თავისთავად მოვა. ერიდეთ ძლიერი ემოციების გამოვლენას და ნუ უსმენთ სხვის აზრს. უმჯობესია საკუთარ ინტუიციას მიენდოთ. გამოიჩინეთ სიფრთხილე და სწორად განსჯის უნარი.
მერწყული. მთელი დღის განმავლობაში არაჩვეულებრივი განწყობა გექნებათ. მეგობრები და ახლობელი ადამიანები სასიამოვნო სიახლეებით გაგახარებენ. საღამოს თავის ტკივილები გელით. მთლიანობაში კი ეს დღე ძალიან კარგი იქნება თქვენთვის.
თევზები. აქტიური ქმედებები დღეს შედეგებს მოგიტანენ. მოიშორეთ ეჭვები და მთელი ენერგია დასახული მიზნის მიღწევას მოახმარეთ. თქვენ შეგიძლიათ თამამად დაიწყოთ ახალი საქმე და მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. კარგი დღეა ოჯახური პრობლემების მოსაგვარებლად და სუფთა ჰაერზე გასასეირნებლად.