თეგებით ძიება

ყველაზე ჯიუტი ზოდიაქოს ნიშნები

თხის რქა
სატურნის მფარველობის ქვეშ მყოფ თხის რქებს საკმაოდ ჯიუტი და ანგარიშიანი ხასიათი აქვთ. მათი შეზღუდულობა და ქედუხრელობა თხის რქებს მკაცრ ხასიათს უყალიბებს, რაც მათ გადაწყვეტილებებშიც ხშირად ჩანს. თხის ქრები ძალაუფლების მოყვარენი არიან, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ სიჯიუტე და საკუთარი თავის რწმენა მათი მთავარი კოზირია.

მორიელი
პლუტონის მფარველობის ქვეშ მყოფი მორიელები მესაკუთრეები და ეჭვიანები არიან. მათ ხასიათში სიჯიუტე უმაღლეს ეტაპებზე აქვთ აყვანილი. ისნი საკუთარი მიზნების მიღწევისათვის ყველა ხერხს მიმართავენ, რაც მათ საკმაოდ საშიშ და ძლიერ ადამიანებად აქცევთ. თავნებობა და შურისმაძიებლობა მათი პიროვნების განუყოფელი ნაწილია, თუმცა მარტო დარჩენის დროს ისინი გულჩათხრობილები და სევდიანები ხდებიან.

კირჩხიბი
მთვარის მფარველობის ქვეშ მყოფი კირჩხიბები ზედმეტად მგრძნობიარეები არიან. მათთვის სხვაზე ზრუნვა ძალიან სასაიამოვნო პროცესია, ისინი ზემდეტად მგრძნობიარეები არიან, თუმცა ამას არასდროს აღიარებენ. მათ კარგად იციან თუ როგორ შეინარჩუნო საკუთარი სიჯიუტე ნებისმიერ სიტუაციაში. ძალიან კარგად შეუძლიათ იყვნენ დამორჩილებულნი, თუმცა ამ პროცესის პარალელულად საკუთარ გეგმებშიც არ ეშლებათ ხელი.

წყარო: newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა