საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო - კლანური მმართველობის გავლენამ საკონსტიტუციო სასამართლოშიც გადაინაცვლა
კლანური მმართველობის გავლენა საერთო სასამართლოების სისტემის ფარგლებს გაცდა და საკონსტიტუციო სასამართლოშიც გადაინაცვლა - ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ანგარიშშია აღნიშნული.
ორგანიზაციამ ანგარიშით, რომელიც დღეს გამოქვეყნდა უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში სასამართლო სისტემაში განხორციელებულ მნიშვნელოვანი მოვლენები და საკანონმდებლო ცვლილებები მიმოიხილა და განაცხადა,საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ უნდობლობა სწორედ მას შემდგომ გაჩნდა, რაც მისი ახალი წევრებით დაკომპლექტების პროცესი დაიწყო.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ანგარიშის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობაში საპარლამენტო უმრავლესობისა და სასამართლოს გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფის მიმართ ერთგული კადრებით დაკომპლექტებამ მნიშვნელოვნად დააზიანა სასამართლოს ავტორიტეტი და შეამცირა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ საზოგადოების ნდობა.
TI-ს თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობაში საპარლამენტო უმრავლესობისა და სასამართლოს გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფის მიმართ ერთგული კადრებით დაკომპლექტებამ მნიშვნელოვნად დააზიანა სასამართლოს ავტორიტეტი და შეამცირა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ საზოგადოების ნდობა.
წყარო: newposts.ge