თეგებით ძიება

კლინიკებში საჭიროა ინფექციის შიდა კონტროლის მექანიზმების აწყობა და გაუმჯობესება - ჭიაბერაშვილი

ევროპული საქართველოს წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, სამედიცინო პერსონალში ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი ადასტურებს იმას, რომ საჭიროა კლინიკებში ინფექციის კონტროლის მექანიზმების აწყობა და გაუმჯობესება.

ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპული საქართველოს 4 პუნქტიანი გეგმა, რომელიც მოიცავს სწრაფ რეაგირებას ჯანდაცვის პირველად რგოლში, ჰოსპიტალური სექტორის გაუმჯობესებას, საკარანტინე სივრცეებში რისკ-ჯგუფში მყოფი ადამიანების გადაყვანასა და ეკონომიკურ მიმართულებას, სწრაფად უნდა განხორციელდეს, რათა ახალ ხელისუფლებას კიდევ უფრო დამძიმებული არ დახვდეს ეპიდ სიტუაცია.

„სამედიცინო პერსონალში ინფიცირების მაჩვენებელი ადასტურებს იმას, რაზეც ჩვენ მარტიდან მოყოლებული ვაფრთხილებდით მთავრობას, რომ საჭიროა კლინიკებში ინფექციის შიდა კონტროლის მექანიზმების აწყობა და გაუმჯობესება, საჭიროა სამედიცინო პერსონალის დაცვის საშუალებები და მუდმიბი ტრენინგი, რათა ავიცილოთ თავიდან სამედიცინო პერსონალის ინფიცირება.

ისედაც ჩვენ მწირი სამედიცინო რესურსი, რომ მოვერიოთ გაზრდილ რიცხვებს, ეხლა შეიძლება კიდევ უფრო მეტად დაგვაკლდეს, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება.

ზოგაგად, ჩვენ, ევროპულმა საქართველომ უკვე ვთქვით, რა არის მთავარი. მთავარი არის სწრაფი რეაგირება, რათა საზოგადოება იყოს მშვიდად და იცოდეს, რომ თუ დარეკავს 112-ზე, მას უპასუხებენ, ის მიიღებს ოჯახის ექიმის კონსულტაციას, თუ სჭირდება ვინმეს ჰოსპიტალიზაცია, მას გადაიყვანენ დროულად საავადმყოფოში.

ამავდროულად, მუდმიოვად გვჭირდება ჩვენი ჰოსპიტალური რესურსის გაზრდა და რისკ-ჯგუფების დაცვა, პრევენციისთვის, რათა ნაკლები რისკ-ჯგუფში მყოფი ადამიანი იპოვოს ვირუსმა, ისეთი, ვისაც დასჭირდება ჰოსპიტალიზაცია.

ეს ღონისძიებები არის დაუყონებლივ დასაწყები და ევროპულმა საქართველომ ჩვენი 4 ნაბიჯის შესახებ განვაცხადეთ რამდენიმე დღის წინ, ეხლა საჭიროა, რომ ჯერ კიდევ სანამ ქართული ოცნება არის მთავრობაში, სანამ არჩევნების შედეგად მას გადაირჩევს ქართველი ხალხი, ეხლა გადაიდგას სწრაფად ეს ნაბიჯები, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებული არ დახვდეს ახალ ხელისუფლებს ნოემბერსა და დეკემბერში და საზოგადოება გაუმწვავდეს ამ მძიმე გამოწვევას.“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

წყარო: newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა